ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ნათია თურნავას გადადგომას მოითხოვენ
11:32 / 14.03.2021
ქუთაისში ნამახვანჰესის საწინააღდეგო აქციისთვის
სამზადისი უკვე დაიწყო.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მობილიზება დაიწყეს სამართალდამცავებმაც.
ცენტრალურ მოედანზე, სადაც აქცია უნდა ჩატარდეს, უკვე იმყოფებიან
რიონის ხეობის მცხოვრებლები. აქციების ორგანიზატორის ვარლამ
გოლეთიანის ინფორმაციით, საპოლიციო ძალები მობილიზებული არიან
ხეობაშიც, სადაც ჰესის მშენებელი კომპანიის ოფისი მდებარეობს.
დღევანდელ აქციაზე რიონის ხეობის "მცველები" კიდევ ერთ მოთხოვნას
გააჟღერებენ. ვარლამ გოლეთიანის თქმით, დღეს ისინი ეკონომიკის
მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომას მოითხოვენ.
რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება.
ხელისუფლებამ ჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის საჭიროება მხოლოდ
მას შემდეგ დაინახა, რაც 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი
აქცია გაიმართა, სადაც ხეობის მცველებმა მთავრობას ორკვირიანი
ულტიმატუმი წაუყენეს. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის მშენებლობა არ
შეჩერდება, აქტივისტები ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს.
მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე
შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო
უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური
ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე.
მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და
ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34
მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს
ქუთაისამდე.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს, ოთო ირემაძეს,
რომელიც 22 ნოემბერს, თბილისში გამართულ აქციაზე დააკავეს, მოსამართლე
თორნიკე კაპანაძემ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები