ახალი ამბები
ოთხპუნქტიანი გეგმა - რას სთავაზობს სახელმწიფო რიონის ხეობის "მცველებს“
FaceBook
ქუთაისის მერიაში,  რიონის ხეობის "მცველებისა" და სახელმწიფოს წარმომადგენლების  მცირეხნიან შეხვედრაზე,
რომელიც  ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მიერ დარბაზის დატოვების გამო ჩაიშალა, ნათია თურნავამ ოთხპუნქტიანი გეგმა წარადგინა.

შეხვედრის დატოვებამდე, მინისტრმა თქვა, რომ ხეობაში ნამახვანჰესის მშენებელ კომპანია "ენკასთან" ოთხ საკითხზე მოხდა შეთანხმება. მისი თქმით, კომპანია ადგილზე არ დაიწყებს კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობას ვიდრე განმეორებითი კვლევა არ ჩატარდება, მოიწვევს ქართველ დირექტორს, შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო და "რიონის ხეობის განვითარების ფონდი" ხუთმილიონიანი დაფინანსებით.

"ეს პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი და ჩვენ ამაში ეჭვი არ გვეპარება. მთლიანობაში ნამახვანჰესი არის აუცილებელი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის.  რადგან არის გარკვეული უნდობლობა და კითხვები, კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას.  

პირველი: კომპანია გააგრძელებს მშენებლობას მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილში და არ დაიწყებს კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობას. ამასობაში სახელმწიფო მოიწვევს ექსპერტებს და მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის გადამოწმება.

მეორე -  შეიქმნება ხუთმილიონიანი ფონდი რიონის ხეობის განვითარებისთვის, რომელიც დააფინანსებს ყველა აქტუალურ პრიორიტეტს და პროგრამას, რასაც მოსახლეობა შემოგვთავაზებს და ეს შეეხება არამხოლოდ ორ-სამ სოფელს, რომელიც მოყოლილია ჰესის დაფარვის არეალში, არამედ, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემავალ იმ სოფლებს, რაც განლაგებულია რიონის ხეობაში.

თვითონ ამ სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან ამ თანხების განკარგვაში, პრიორიტეტების დადგენაში, პროგრამების შემუშავებაში და ამ ფონდში კონტრიბუციას გააკეთებს როგორც კომპანია, ასევე, სახელმწიფო.

მესამე - კომპანია მოიწვევს ქართველ დირექტორს, ეს უნდა იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე ენერგეტიკოსი ან მშენებელი, ისეთი, რომლის მიმართაც ნდობა იქნება, ის უზრუნველყოფს სახელმწიფოს  მეტ ჩართულობას და  მიადევნებს თვალს, რომ ქართველი დასაქმებული პირების უფლებები იყოს უმაღლეს დონეზე დაცული.  

მეოთხე - ეს იქნება პროექტის ზედამხედველობა, რისთვისაც  შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელშიც შევლენ დამოუკიდებელი ექსპერტები, ჩაერთვებიან უშუალოდ მშენებლობის ზედამხედველობაში, რომ გამოირიცხოს რაიმე შეცდომის დაშვება  მშენებლობის დროს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მედიასთან ამ განცხადების გაკეთების შემდეგ, მან დაახლოებით, ხუთი წუთით ადრე დაწყებული შეხვედრა დატოვა. დარბაზიდან გავიდა სოფლის მეურნეობის მინისტრიც  ლევან დავითაშვილი.

რიონის ხეობის მცხოვრებლები, რომლებიც მინისტრებთან შეხვედრას ერთი კვირის განმავლობაში ელოდებოდნენ, მომხდარის შემდეგ ამბობენ, რომ თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ და ამით სახელმწიფომ დიალოგის ყველა რესურსი ამოწურა. ხეობის მცხოვრებლებისთვის სახელმწიფოს შეთავაზება მიუღებელია, რადგან მათი მთავარი მოთხოვნა ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებაა.

"ხუთი წუთი ჟურნალისტებს მისცა კომენტარი და ადამიანი  წავიდა, ეს არის წარმოუდგენელი საქციელი, ასეთ ფორმატში ჩვენი კომუნიკაცია ვერ შედგება.  ეს არის კომუნიკაციის ფორმა?! ეს არის მოსახლეობის მასხრად აგდება", - განაცხადა ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ აქციების ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, 14 მარტს დაანონსებული აქცია  შედგება და ის ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე 13:00 საათზე გაიმართება.

რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ თვეზე მეტია გრძელდება. ხელისუფლებამ ჰესის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის საჭიროება მხოლოდ მას შემდეგ დაინახა, რაც 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, სადაც ხეობის მცველებმა მთავრობას ორკვირიანი ულტიმატუმი წაუყენეს. იმ შემთხვევაში თუ ნამახვანჰესის მშენებლობა არ შეჩერდება, აქტივისტები ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

ამავე თემაზე:

"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს

რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები

რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ წავიდნენ

ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრები ცაგერში დღეს ჩავლენ


„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)


ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ
„არასწორ ადგილზე აშენებული ჰესები საფრთხის შემცველია“ - მწერლების მიმართვა ხელისუფლებას

ნამოხვანში, აქციაზე დაკავებულს გირაოს თანხა შეუგროვეს


რიონის ხეობაში ადგილზე, სადაც ჯვარი მოხსნეს, ტექნიკა მუშაობს


პოლიციამ რიონის ხეობაში აქტივისტი დააკავა


"კომპანიის მენეჯერმა უხამსი ჟესტი გვიჩვენა" - ფიზიკური დაპირისპირება რიონის ხეობაში

რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გზა გადაკეტეს (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში არ უშვებენ

რიონის ხეობის „მცველები“

"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება

სოფელ ნამოხვანში პოლიციის ძალით მოხსნილი ჯვარი ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს

პოლიცია ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების კარავის დაშლას ცდილობს (ვიდეო)

დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)


გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით - „ენკას“ განმარტებ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.