"ნამახვანჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, ვიდრე კვლევების გადამოწმება არ მოხდება"
15:33 / 12.03.2021
„ნამახვანჰესის“ კაშხლის და
წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება - ამის შესახებ ეკონომიკის
მინისტრმა ნათია თურნავამ ქუთაისის მერიაში
"ნამახვანჰესთან" დაკავშირებული შეხვედრაზე ჟურნალისტებთან
განაცხადა.
„პროექტის უსაფრთხოებასთან, ეკოლოგიურ
და გეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით
კომპანიასთან, რომ ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის
ნაწილში გააგრძელებს და არ დაიწყებს ჰესის ძირითადი ნაგებობების
კერძოდ, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ არ გავაკეთებთ
რამოდენიმე პრინციპული კვლევის ხელახალ გადამოწმებას. ამ
კვლევებისთვის სახელმწიფო დამოუკიდებელ ექსპერტებს დაიქირავებს და
სრულიად ღიად მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის გადამოწმება. ამ
ვალიდაციის შემდეგ, კომპანია იმსჯელებს არის თუ არა პროექტში რაიმე
კორექტირება შესატანი.
რაც
შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, გზის სამუშაოებს და სხვა
კომპონენტებს, კომპანია ამ მშენებლობას გააგრძელებს. ამასთან,
შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი,
რომელშიც კონტრიბუციას როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო შეიტანს და
დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირ-ბოროტო პროექტს.
მესამე შეთანხმების თანახმად, დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც
გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს, ესაა სახელმწიფოს მეტი
ჩართულობა და ამით მეტ გარანტიას უზრუნველვყოფთ, რომ ქართველი
დასაქმებულების უფლებები სათანადოდ იყოს დაცული და ეს ასევე სწორ
კომუნიკაციას უზრუნველყოფს.
ასევე, შეიქმნება დამოუკიდებელი
საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი
ექსპერტებისგან, რომელიც პროექტს ზედამხედველობას გაუწევს, რომ
პროექტის უსაფრთხოებაზე ეჭვები გამოირიცხოს“, -
განაცხადა რიონის ხეობის "მცველებთან" ხუთწუთიან შეხვედრაზე
ნათია თურნავამ.
მთავრობის წარმომადგენლები არასამთავრობო სექტორთან ერთად, ხეობის
მცხოვრებლეს უნდა შეხვედროდნენ და დეტალურად უნდა განეხილათ ის
საკითხები, რომელიც მოსახლეობას ჰესებთან დაკავშირებით აწუხებს.
თუმცა, მინისტრებმა შეხვედრა
დატოვეს.
მხარეებს შორის დიალოგი მას შემდეგ დაიწყო, რაც რიონის
ხეობის მცხოვრებლებმა 28 თებერვალს ქუთაისში ფართომასშტაბიანი
აქცია გამართეს. მათ პროტესტში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც
შეუერთდნენ. რის შემდეგად მინისტრები პრემიერმინისტრის დავალებით
ხეობაში ჩავიდნენ, სადაც გადაწყდა რომ მხარეები გიგანტური
ჰესების მშენებლობის საკითხს დეტალურად განიხილავდნენ. თუმცა,
დღეს აღმოჩნდა, რომ მინისტრები რიონის მკვიდრებთან საუბარს არ
აპირებენ.
რიონის ხეობაში 433 მგვტ.
სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს
შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და
მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ
აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ
ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის
მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების
შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და
მიაღწევს ქუთაისამდე.
"უცხოა ჩემთვის ციხეც და სასამართლოც. არ მეგონა, ამხელა უსამართლობა
თუ ხდებოდა. არავის სჭირდება სიმართლის დანახვა. ვიდეომტკიცებულება
რომ აჩვენო მოსამართლეს ისეთი, სადაც აშკარაა, რომ დამნაშავე არ ხარ,
თვალებს დახუჭავს და არ დაინახავს"
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები