"ეს არის მოსახლეობის მასხრად აგდება'' - მინისტრებმა ხეობის "მცველებთან" გამართული შეხვედრა დატოვეს
14:58 / 12.03.2021
ქუთაისის მერიაში, რიონის
ხეობის ,,მცველებისა'' და მთავრობის წარმომადგენლების
შეხვედრა მხოლოდ ხუთი წუთი გაგრძელდა.
ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის
მინისტრებმა კომენტარები მხოლოდ მედიისთვის გააკეთეს.
პირობა, რომელიც
ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა რიონის
ხეობის "მცველებს" საკითხის დეტალურად განხილვის
თაობაზე მისცეს, ტყუილი აღმოჩნდა.
"ხუთი წუთი ჟურანალისტებს მისცა
კომენტარი და ადამიანი წავიდა, ეს არის
წარმოუდეგენელი საქციელი, ასეთ ფორმატში ჩვენი
კომუნიკაცია ვერ შედგება. ეს არის კომუნიკაციის ფორმა?!ეს არის
მოსახლეობის მასხრად აგდება. ძალიან დიდი მადლობა ნათია თურნავას, რომ
შემდეგ აქციაზე უფრო მეტი ადამიანი შეგვმატეს", - აცხადებს
ხეობის მცველი" ვარლამა გოლეთიანი.
შეხვედრას ,,მწვანე ალტერნატივის'' და
EMC წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
რიონის ხეობაში ჰესის წინააღმდეგ პროტესტი ოთხ
თვეზე მეტია გრძელდება. ხელისუფლებამ ჰესის მოწინააღმდეგეებთან
შეხვედრის საჭიროება მხოლოდ მას შემდეგ დაინახა, რაც 28 თებერვალს
ქუთაისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, სადაც ხეობის მცველებმა
მთავრობას ორკვირიანი ულტიმატუმი წაუყენეს. იმ შემთხვევაში თუ
ნამახვანჰესის მშენებლობა არ შეჩერდება, აქტივისტები ქუთაისის
პიკეტირებით იმუქრებიან.
რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს
კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული
ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს
ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული
კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის
ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის
მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლების დაზიანების
შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და
მიაღწევს ქუთაისამდე.
"საპროტესტო კარვები, რომლებიც დღეს დგას ჭიათურაში, არის სიმბოლო
უკომპრომისო წინააღმდეგობის უსამართლობის წინააღმდეგ",- ამბობენ
მაღაროელები, რომლებიც უკვე 203-ე დღეა უწყვეტ პროტესტში არიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები