ახალი ამბები
#გამო, გამო - 8 მარტს ქუთაისში „1000 მშობლის მარში“ გაიმართება
FaceBook
8 მარტს ქუთაისი "1000 მშობლის მარშს" შეუერთდება.
"გამო, გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო გამო" -  ამ მოწოდებით  გოგონების და ქალების მიმართ სქესობრივი ძალადობის წინააღმდეგ 100 დღიანი კამპანია დაიგეგმა.  კამპანიის მიზანი  სისტემაში არსებული იმ  პრობლემების აღმოფხვრაა, რომელიც გოგონებსა და ქალებს სქესობრივი ძალადობისგან ვერ იცავს.

"1000 მშობლის მარში" ცენტრალურ მოედანზე 17:00 საათზე გაიმართება.

კამპანიის ორგანიზატორები მოითხოვენ სისხლის სამართლის კოდექსში შიცვალოს გაუპატიურების მუხლი და  მოძალადის მიმართ თანხმობის არარსებობა გახდეს  ცენტრალური ამოსავალი; პროკურატურაში შეიქმნას დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; სქესობრივი განათლება გახდეს ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობას და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა; დადგეს ქობულეთში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლის 14 წლის ნინი ცეცხლაძის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი.

აქცია პარალელურ რეჟიმში გაიმართება თბილისში, გორში, ზუგდიდში, ბათუმში, მარნეულში, ქობულეთში, რუსთავში, ახალციხესა და ხარაგაულში.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:10 / 16.08.2025
"თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც16 აგვისტოს სამოქალაქო საზოგადოების 34-მა წარმომადგენელმა გაავრცელა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის
ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 3
პირი დააკავეს.
12:22 / 16.08.2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 3 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.