ახალი ამბები
ქუთაისის ,,ტორპედო" ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობით იწყებს
FaceBook
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი  ,,ტორპედო" ეროვნულ ლიგას ახალი შემადგენლობით იწყებს.
კლუბში ათი უცხოელი და ორი ქართველი სპორტსმენი აიყვანეს. განახლებული შემადგენლობა ასეთია : დინო ჰამზიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა), სამუელ ინკუმი (განა), ალეკო ჩაკვეტაძე (საქართველო), ვახტანგ ნებიერიძე ( საქართველო), მიხაილ რადჩენკო (რუსეთი), დიმიტრი რეკიში (ბელარუსი), ბოუკასი მეჰდი (ალჟირი), მუროდჯონ ტუჩიბაევი ( უზბეკეთი), ალაიდინ სალაკუ (ალბანეთი), ფადი ზიდანი (ისრაელი).

​,,ტორპედო დიდი ტრადიციების კლუბია და დარწმუნებული ვარ უმაღლესი შედეგებისთვის ბრძოლას შევძლებთ. გულშემატკივარს წინ საინტერესო ჩემპიონატი ელოდება",- განაცხადა ,,ტორპედოს" ფეხბურთელმა დინო ჰამზიჩმა.

,,ტორპედოს" მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ განაცხადა, განახლებულ გუნდთან ერთად მაქსიმალური შედეგის მიღწევას შეეცდება. მან კლუბის ფინანსური მდგომარეობის შესახებაც განაცხადა და აღნიშნა, რომ გუნდი ახალ სეზონს დავალიანების გარეშე ხვდება.

,,დიდი იმედი მაქვს ამ ფეხბურთელების, რომლებიც ჩამოვიყვანეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენი მოვალეობაა მინდორზე გავიდეთ და ჩვენი საქმე გავაკეთოთ, ფინანსური მხარე სხვისი მოვალეობაა.  რაც იყო მიზანი, უმაღლეს ლიგაში ვრჩებით. მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ გუნდი შეგვენარჩუნებინა. რაც შეეხება დავალიანებას, გასტუმრებულია. მეტიც რომ ვიცოდე არ მაქვს უფლება მე გავაჟღერო",- განაცხადა აშვეთიამ.

გუნდის სპორტული დირექტორის, ლევან შენგელიას განცხადებით, ინვესტორებისათვის კლუბის გადაცემის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, იტალიელი ინვესტორები ქუთაისში არიან და პროცედურა მალე დასრულება.

,,ინვესტორები იგივე არიან. რაღაც დეტალებია შესათანხმებელი, მიმდინარეობს მოლაპარაკება. გვითხრეს, რომ ახლო მომავალში კლუბის გადაცემის პროცესიც უნდა მოხდეს",- განაცხადა ლევან შენგელიამ.

შეგახსნებთ, ქუთაისის ,,ტორპედო" ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მიმდინარე წლის იანვარში 13-მა ფეხბურთელმა დატოვა. კლუბმა ბოლო სამი წლის განმავლობაში დაგროვილი დავალიანება სპორტსმენებს და ტექნიკურ პერსონალს დაურიცხა. დავალიანებების დასაფარად თანხა კლუბმა ,,ფეხბურთის განვითარების ფონდიდან" მიიღო.

ქუთაისის ,,ტოპედოში" სამი წელი ფინანსური პრობლემები იყო. ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც კლუბი 2017 წელს, აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა, გუნდი ფინანსური კრიზისის გამო 2019 წელს დატოვა. დაგროვილი დავალიანების გამო, ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება გაუწყვიტა.

ფინანსური კრიზისის გამო კლუბი დაშლის საფრთხის წინაშე რამდენჯერმე აღმოჩნდა. გუნდიდან წავიდნენ წამყვანი ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი. გულშემატკივრებმა საფეხბურთო კლუბში შექმნილი ვითარება არაერთხელ გააპროტესტეს.

2020 წლის დასაწყისში ქუთაისის ,,ტორპედოთი" იტალიელი ინვესტორები დაინტერსდნენ. მათი წარმომადგენელი ფაბიო მანინო ქუთაისში იმყოფებოდა, თუმცა ის იტალილემა ინვესტორებმა გასული წლის დეკემბერში სხვა წარმომადგენლით, მარსიო მალავემტურათი ჩაანაცვლეს.

"ტორპედო" ოფიციალურად კვლავ ინვესტორის გარეშეა დარჩენილი, თუმცა მერიაში ირწმუნებიან, რომ ხელშეკრულება გადასაფორმებლად მზადდება.

რა პირობებით და როდის მოხდება ,,ტორპედოს" ახალი მფლობელისთვის გუნდის ოფიციალურად გადაცემა ჯერჯერობით ისევ უცნობია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.