ფაბიო მანინომ, რომელმაც "ტორპედოს" შეძენის შესახებ ხელშეკრულებას ხელი 6 თებერვალს მოაწერა, კლუბში პირველი პრესკონფერენცია გამართა.
მანინოს დღეს არ დაუმალავს, რომ მერიასთან მოლაპარაკებები რთული და
ხანგრძლივი იყო.
"გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენი მოლაპარაკებები საკმაოდ
ხანგრძლივი აღმოჩნდა. ეს დაიწყო გასული წლის დეკემბერში და რთული გზა
გავიარეთ, ვიდრე ხელშეკრულებას გავაფორმებდით. კონტრაქტის
მიხედვით, ჩვენ დავფარავთ ფეხბურთელების და თანამშრომლების მიმართ
არსებულ დავალიანებას და ეს იქნება პირველ ეტაპზე ჩვენი
ინვესტიცია. შემდეგ, კლუბის საჭიროების მიხედვით,
ეტაპობრივად მოვახდენთ თანხების მობილიზებას. ვერ გეტყვით, რომ
ბიუჯეტი მზად გვაქვს, ჯერ უნდა შევისწავლოთ სიტუაცია.
ამიტომ, უნდა ვიყოთ რეალისტები და
არ უნდა ვიოცნებოთ. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს კლუბი
დავხუროთ, არამედ, გავაგრძელებთ იმ ტრადიციებს, რაც მას აქვს. ", -
განაცხადა ფაბიო მანინომ.
მისი თქმით, ახლა მთავარი ამოცანა პირველ მარტს დაგეგმილ შეხვედრაში
ღირსეული გამოსვლაა.
"ეს არის მთავარი საკითხი ამ წუთში. ჩვენ ახლახანს დავასრულეთ
მოლაპარაკებები და გვაქვს ძალიან მცირე დრო, თუმცა, მაქსიმალურად
ვცდილობთ, რომ მოვემზადოთ ისე, როგორც კლუბს შეეფერება. ამ
ერთ კვირაში ვაპირებთ, ტექნიკურ პერსონალთან ერთად შევარჩიოთ ის
ფეხბურთელები, რომლებიც ამ მატჩში ითამაშებენ", -
განაცხადა ფაბიო მანინომ.
კლუბის ახალმა მფლობელმა დღესვე გუნდის მთავარი
მწვრთნელის პოსტზე მიხეილ
აშვეთია წარადგინა.
საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო 200 — დაუსახლებელი (ანუ სოფელი, სადაც მუდმივი მოსახლეობა არ ფიქსირდება) ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.




მასალის გამოყენების პირობები