ახალი ამბები
გელათის ტაძრის დაზიანებული სახურავის საქმეზე გამოძიება დაიწყო
FaceBook

გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანებული  სახურავის საქმეზე გამოძიება დაიწყო.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაადგინოს  იკვეთება თუ არა შემსრულებელის პასუხისმგებლობა. საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიკითხნენ მოწმეებიც. 

"გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე საჭიროების წინაშე მდგარი ყველა არქიტექტურული სეგმენტი წლის ბოლომდე დროებითი გადახურვის ქვეშ მოექცევა",  - აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში.

დროებითი გადახურვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ტაძარში, სარესტავრაციო სამუშაოების დასრულებიდან ერთ თვეში წყალი ჩავიდა. მიზეზი უხარისხო კრამიტი და მათი არასწორი განლაგება გახდა. რის შემდეგაც გელათი კვლავ ხარაჩოებში მოექცა და დროებით ტენტით გადაიხურა. ტენტით გადახურულ ტაძარში კი ისევ ზიანდებოდა ფრესკები და ცვიოდა კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.


ორი თვის წინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროკურატურას გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა. 

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.

მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.



ამავე თემაზე:


გელათის მონასტრის დროებითი გადახურვის პროცესი წლის ბოლოს დასრულდება

რა გააკეთა კულტურულმა მემკვიდრეობამ გელათში ბოლო ვიზიტიდან დღემდე

გელათის ტაძარს თუნუქის ფირფიტებით ხურავენ

"კრამიტის ხარისხი დაზიანების ერთადერთი მიზეზი არ არის"- ,,ICOMOS საქართველო" გელათის მონასტერზე

ვის არ მოსწონს გელათი?!

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათში ფრესკების დაზიანების ფაქტს არ აღიარებს

ზიანი რეკონსტრუქციის ნაცვლად - წვიმით ჩამორეცხილი ფრესკები გელათში


ტაძარი, რომელიც ნადგურდება – გელათში ფრესკები ისევ ზიანდება (ფოტო)

გელათის მონასტრის დაზიანების ფაქტზე საია პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

Print