ახალი ამბები
გელათის მონასტრის დაზიანების ფაქტზე საია პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს
FaceBook
საქართველოს პროკურატურას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციამ პროკურატურას განცხადებით უკვე მიმართა.

საია გამოძიების დაწყებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 2592 მუხლითა (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) და ამავე კოდექსის 342-ე მუხლით (სამსახურებრივი გულგრილობა) ითხოვს.

"მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესში ყურადღება გამახვილდეს ასევე იმ გარემოებაზე, თუ რამდენად თანმიმდევრულად და კანონის მოთხოვნის შესაბამისად ახორციელებდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს. როდის გახდა მისთვის ცნობილი ძეგლის დაზიანების თაობაზე, როდის გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და ხომ არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო დანაშაულის ნიშნები."- წერია საიას მიერ პროკურატურისთვის გაგზავნილ განცხადებაში.

გელათი ისევ ხარაჩოებშია. დროებოით მოწყობილ გადახურვაში ტაძარში ისევ ზიანდება ფრესკები, ცვივა კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.

გელათის მთავარ ტაძარს ახლა დროებით, თუნუქის ფირფიტებით, ხურავენ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თუნუქის დროებითი სახურავები ტაძრის დარჩენილ ყველა ეკვდერზე, კარიბჭეებსა და ნართექსზე 13 ნოემბრამდე უნდა მოეწყოს. თუნუქის დროებითი სახურავები ტაძრის დარჩენილ ყველა ეკვდერზე, კარიბჭეებსა და ნართექსზე 13 ნოემბრამდე უნდა მოეწყოს.

მათივე ინფორმაციით, გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე ხარვეზების გამოსასწორებელი ღონისძიებების ფარგლებში, დროებითი მყარი გადახურვების მოწყობის ვადებთან დაკავშირებით, შემსრულებელ კომპანიას მკაცრ გაფრთხილება მიეცა.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.

მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.