ბლოგები
ვის არ მოსწონს გელათი?!
FaceBook

ჯერ გავიგოთ ვის მოსწონს გელათი?!



ვის და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას, იგივე იუნესკოს.

ორგანიზაციამ მისი მოწონება იმით გამოხატა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსი (ბაგრატის ტაძართან ერთად)  მსოფლიო მემკვდირეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა და  ტაძარი ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ძეგლთა შორის მოახვედრა.


ამ აღიარებით, გელათს, მაგალითად, სიმღერა რომ იყოს კოსმოსში გაუშვებდნენ უცხო, კოსმოსურ ცივილიზაციებს ჩვენზე სრულიად კარგი წარმოდგენა რომ შექმნოდათ.


გელათი „მოსწონს“ და მნიშვნელოვანია დროისთვის. დრომ ტაძარში ტოლი და სწორი იცნო და  ზიანი ვერ მიაყენა, ვერც მნიშვნელობა გააქრო და დააკნინა. პირიქით -  მის სამსახურში ჩადგა.

გელათი „მოსწონს“ ისტორიას სცნობს მის გამორჩეულ როლს განმანათლებლობისა და ქართული სახელმწიფოებრიობის საკითხში.

გელათი „მოსწონს“ კულტურას - არქიტექტორულ შედევრად აღიარებს.


ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი მნიშვნელოვანი იყო დავით აღმაშენებლისთვის, მაშინ, როდესაც მას დიდი სასულიერო და საგანმანათლებლო როლი დააკისრა.


იგი მნიშვნელოვანია აშშ-ის სა­ელ­ჩოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ფონ­დისა და  მსოფ­ლიო ბან­კისთვის, რადგან თანხები გამოყვეს მისი რესტავრაციისთვის.

ტაძარი ადარდებთ ირანელ მუსლიმ ოსტატებს, ამიტომ ისე ამუშავებენ  ტაძრის გადასახურავ კრამიტს, რომ მას ვერაფერი ერევა.

სავარაუდოდ მათი დახმარებით გადაიხურა თავის დროზე გელათი და ახლაც შეეძლოთ მისი დაცვა, ვინმეს ამ ადამიანებამდე რომ მიეღწია.


გელათი მოსწონს და მნიშვნელოვანია რიგი სასულიერო პირებისთვის, მესანთლეებისთვის, ტაძრის დამლაგებლებისთვის.

ასევე ტურისტებისთვის და რიგითი მოქალაქეებისთვის.

იქამდე, ტაძარი მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვამელის ნიკოლოზ ანთაძისთვისაც, თუმცა ამით არაფერი იცვლება.


ერთადერთი ან ორადორი ვინაც გელათის მნიშვნელობა ვერ გაიგო საქართველოს ხელისუფლება და საპატრიაქროა.  მათ ამ დრომდე ტაძარი ვერაფრით მოაწონა დრომ, ისტორიამ, კულტურამ, იუნესკომ, უცხოპლანეტელებმა, დავით აღმაშენებელმა, მესანთლეებმა, ტურისტებმა.


ვერ დააჯერა, ვერ დაანახვა, ვერაფრით აქცია მათთვის გელათის გადარჩენის საკითხი პრიორიტეტად.

ტაძარი ისევ საფრთხეში რჩება. ისევ აწვიმს, ისევ ზიანდება, შესაძლებელია აღდგენის სრული უპერსპექტივობით.

სახელმწიფო ერთადერთს, რასაც გვპირდება დროებითი გადახურვაა.

„ღვითსმშობლის სახელობის ტაძარზე (ეკვდერებზე, კარიბჭეებზე, საკურთხეველზე, პასტოფორიუმებზე, ნართექსსა და მკლავებზე) დროებითი სახურავის მოწყობა მიმდინარე წლის დეკემბრის თვემდე ეტაპობრივად დასრულდება...


მთავარ ტაძარზე პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების მიხედვით, თუნუქის საბურველით უკვე დაიხურა სხვადასხვა არქტიტექტურული სეგმენტები, სადაც დროებითი სახურავის ახლად დამზადებული კრამიტით ჩანაცვლება მომავალი წლიდან დაიწყება“, - აცხადებენ  კულტურული მემკვდირეობის სააგენტოში.

ტაძარმა შემოდგომის წვიმები და ზამთრის სიცივეები უნდა გადაიტანოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიხედავენ.

ან არ მიხედავენ.

შეიძლება იმიტომ, რომ „ეკლესია თავის სფეროშიც და პოლიტიკაშიც ფასადურ ფუნქციას ასრულებს და არა ფასეულობითს...  პოლიტიკაში რელიგიური საზრისების ასახვა მითუმეტეს იმ რელიგიებისა,  რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის კულტურის ფორმირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებლები არიან, არ არის გამონაკლისი შემთხვევა და ექსკლუზივი არც ერთი ქვეყნისთვის.  მეტნაკლებად ყველგან ხდება ეს ამბავი. რელიგიური სახელმწიფოებიც არსებობს. მაგრამ საქართველოში გვაქვს სერიოზული აცდენა, რადგან აქ რელიგია ასრულებს მარკეტინგულ- ფასადურ როლს რაღაც დეკორაციასავით თვითონ სამღვდელოებისთვისაც და პოლიტიკოსებისთვის ხომ საერთოდ...“, - ამბობს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი.


თეოლოგი გელათის დაზიანების ისტორიაში გამოყოფს სხვა დამამძიმებელ გარემოებებსაც. „გელათი არის მაინც გამონაკლისი უფრო არა გულგირილობის, არამედ უდიერობის, უვიცობის, სიხარბის თანხვედრა. ის კრამიტი, რომლითაც უნდა დაეხურათ ირანში კეთდება, ირანელი ოსტატები უნდა ჩამოეყვანათ. თანხა დაზოგეს მათი ჭკუით, სადღაც ელიავაზე ჩამოასხმევინეს ეს კრამიტი და ცემენტით დააწებეს“, - ამბობს თეოლოგი.

ელიავას კრამიტი ვერ იცავს, ვერ წვდება ამ  ტაძრ-შედევრს  ამიტომ ამ დამოკიდებულებით  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან მალე ფასადიც აღარ დარჩება.

ფასადი, რომელსაც ფონად გამოყენებს ხელისუფლება, პოლიტიკოსები, საპატრიარქო.


"აღარ იქნება გელათი. ტაძრი რომელიც „ არის ქართული სულიერების ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი ქრისტიანული იდენტობის მნიშვნელოვანი ტოპოსი. მისი დაზიანება და არშენახვა არის უპატიებელი შეცდომა“,
- ამბობს მირიან გამრეკელაშვილი. მას ეთანხმება  მთელი პროგრესული კაცობრიობა  და სავარაუდოდ, უცხო ცივილიზაციების წარმომადგენლებიც.

მას არ ეთანხმება მხოლოდ ხელისუფლება და საპატრიარქო. გელათს,  სამების მოოქროვილი გუმბათი ურჩევნიათ.


გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ დავობენ ღირებულებებზე.

მაგრამ ჩვენთან ეს  დავაც ფასადურია და არა ღირებულებითი.

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
მკითხველის წერილი - პირველად გადახდილი საჯარო მადლობა რვა წლის წინ
გადარჩენილი სიცოცხლის
სანაცვლოდ

***
17:31 / 17.02.2020

მკითხველის წერილი - პირველად გადახდილი საჯარო მადლობა რვა წლის წინ გადარჩენილი სიცოცხლის სანაცვლოდ


***

დღევანდელ ბლოგში მე მოგიყვებით იმ გზაზე, ამერიკას რომ ბეწვის ხიდზე გავლასავით უწევს - სიტყვის თავისუფლებაზე - სად სცილდება ადამიანის კონსტიტუციური “სიტყვის თავისუფლება” არასახელმწიფოებრივ მოწოდებებს.
10:00 / 11.08.2019

დღევანდელ ბლოგში მე მოგიყვებით იმ გზაზე, ამერიკას რომ ბეწვის ხიდზე გავლასავით უწევს - სიტყვის თავისუფლებაზე - სად სცილდება ადამიანის კონსტიტუციური სიტყვის თავისუფლება არასახელმწიფოებრივ მოწოდებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.