ახალი ამბები
ცარიელი ადგილი სასტუმროს ნაცვლად - მორიგი ცრუ დაპირება ქუთაისს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ბალახვნის ასასფეხურიან კიბესთან სასტუმროს მშენებლობა ქალაქისთვის მორიგი ცრუ დაპირება აღმოჩნდა.

ერთი წლის წინ სახელმწიფოს მიერ გაყიდულ მიწაზე, სადაც 50 ნომრიანი სასტუმრო შპს "ქუთაისი ინნს"  უნდა აეშენებინა, ბანერიც კი არ დგას. ადგილზე სამუშაოები არც კი დაწყებულა. დაზიანებულია ღობეც, რომლითაც კომპანიამ ტერიტორია შემოღობა. ამიტომ ადგილზე შესვლა მარტივად არის შესაძლებელი, რის გამოც ტერიტორია დანაგვიანებულია.


დანგრეული ღობე სასტუმროს სამშენებლო ტერიტორიაზე


ტერიტორიზე შესვლა თავისუფლადაა შესაძლებელი

ადგილზე საინფორმაციო დაფაც კი არ არის გამოკრული

ეკონომიკის სამინისტროში, რომელმაც მიწის ნაკვეთი გაყიდა, აცხადებენ,რომ აუქციონის პირობები სამუშაოების დაწყების კონკრეტული თარიღის განსაზღვრას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, კომპანიას დრო ჯერ კიდევ აქვს. რატომ მიატოვა კომპანიამ სახელმწიფოსგან ნაყიდი 2250 კვ.მ მიწის ნაკვეთი, უცნობია. "ქუთაისი ინნთან" დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ბალახვნის კიბეებთან 2250 კვ.მ, რომელზეც ქუთაისის მერია და ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, საბოლოოდ სახელმწიფომ აუქციონზე გაყიდა. ეს ის ტერიტორიაა, რომელიც ბალახვნის კიბის რეკონსტრუქციის პროექტში უნდა მოხვედრილიყო, თუმცა, საკითხს ის ართულებდა, რომ მიწა სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა. ნაკვეთის კიბეებთან ახლოს მდებარეობის გამო, ქუთაისის მერია დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა ეკონომიკის სამინისტროს მიწა ქალაქისთვის გადაეცა, რათა მისი რეკონსტრუქციის პროექტში ჩართვა მომხდარიყო, თუმცა, უწყებამ მერიის თხოვნა არ გაითვალისწინა და ტერიტორია გაასხვისა.

აუქციონის პირობების მიხედვით, "ქუთაისი ინნმა" ადგილზე სულ მცირე 50 ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს და 20 ადგილობრივი დაასაქმოს. ვალდებულების შესასრულებლად კი 42 თვიანი ვადა მიეცა, საიდანაც 11 თვე უკვე გასულია.

რაც შეეხება თავად კომპანიას, ხელშეკრულების გაფორმების მომენტში იგი სულ ორი თვის დაფუძნებული იყო, რაც აჩენს ეჭვს, რომ შპს სპეციალურად ამ აუქციონში მონაწილეობის მისღებად შეიქმნა. კომპანიას შვიდი მეწილე ჰყავს. მისი დირექტორი და 12%-ინი წილის მფლობელი კი ვლადიმერ ჯაოშვილია. კომპანია თბილისშია რეგისტრირებული და მისი ყველა მეწილის საცხოვრებელ ადგილად თბილისია მითითებული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.