ახალი ამბები
ომბუდსმენი შუქრუთში მოსახლეობის პროტესტს ეხმიანება
FaceBook
საქართველოს სახალხო დამცველი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში მიმდინარე პროტესტს ეხმაურება.

ომბუდსმენი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს გამოიყენონ მათ ხელთარსებული ყველა რესურსი, ზიანის გამომწვევი მიზეზების დადგენისა და კომპანიასთან შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმართვის მიზნით.

ასევე, მოუწოდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრს უშუამდგომლოს შუქრუთის მოსახლეობას და პირადად ჩაერთოს კომპანიასთან მოლაპარაკებებში, რათა დაცული იყო მათი როგორც საკუთრების ასევე, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება.

თავად შუქრუთელები კი მე-15 დღეა პროტესტს აგრძელებენ. მათი თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ კომპანია მათი მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და დაზარალებულ 282-ვე ოჯახს ზიანს არ აუნაზღაურებს.

შუქრუთის მცხოვრებლებს მიმდინარე წლის 17 თებერვლიდან პროტესტის ნიშნად ბლოკირებული აქვს შუქრუთში არსებული ყველა მაღარო. მოსახლეობა ისინი ჩივიან, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიცვალებულთა საფლავებს აზიანებს, ამიტომ კომპანიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.


შუქრუთელებმა აქცია მოთხოვნების დაკმაყოფილების მოთხოვნით გასული წლის სექტემბერში დაიწყეს. აქციები გაგრძელდა ნოემბერშიც, როდესაც შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი ერთ კვირაზე მეტხანს ჰქონდათ პარალიზებული.

მათ საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლები დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ. ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზს" შეთანხმების რამდენჯერმე დარღევაში ადანაშაულებენ.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ეკოლოგიური და სოციალური ზიანის ნაწილში თავის პასუხისმგებლობას უარყოფს და მოსახლეობას მოლაპარაკების ფორმატის დაუბრუნებისა და საწარმოსთვის საქმიანობის შეუფერხებლად განახორციელების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.


ფოტო: ომბუდსმენის აპარატი

ამავე თემაზე:

"არ ვაპირებთ გაჩერებას" - მოსახლეობამ "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ პროტესტი განაახლა

"ჯორჯიან მანგანეზის" შეთავაზებები შუქრუთელებს და მოსახლეობის პასუხი

სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
თეთრ ხიდზე, რომელიც მისი რეაბილიტაციის დღიდან
არაერთხელ დაზიანდა, ზამთარში კი მასზე გადაადგილება სიცოცხლისთვის
საშიშია, შესაძლოა, საფარი შეიცვალოს.
12:00 / 27.01.2022
თეთრ ხიდზე, რომელიც მისი რეაბილიტაციის დღიდან არაერთხელ დაზიანდა, ზამთარში კი მასზე გადაადგილება სიცოცხლისთვის საშიშია, შესაძლოა, საფარი შეიცვალოს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში
კორონავირუსის კიდევ 17 484  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3
699  კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 27
პაციენტი.
10:58 / 27.01.2022
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 17 484  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 699  კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 27 პაციენტი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.