ახალი ამბები
პროტესტის მე-8 დღე - შუქრუთში მაღაროების პარალიზება გრძელდება
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტ სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები მერვე დღეა შუქრუთში "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელობაში არსებული მაღაროები პარალიზებული აქვთ და პროტესტს აგრძელებენ.

მათი თქმით, აქციები მანამ გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი ჩივიან, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიცვალებულთა საფლავებს აზიანებს, ამიტომ კომპანიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. 

"ვიბრძვით ბოლომდე ჩვენი მოთხოვნები სანამ არ შესრულდება და რაც მთავარია მთელი სოფელი ერთიანია ამ ბრძოლაში", - ამბობს აქციიის ერთ-ერთი მონაწილე, ჯანო ლაბაძე. 

ადგილობრივებს გამაფრთხილებელი აქცია 22 თებერვალს ჭიათურის მერიასთანაც გამართეს და ცენტრალურ ხელისუფლებას მათი პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. 

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ეკოლოგიური და სოციალური ზიანის ნაწილში თავის პასუხისმგებლობას უარყოფს და მოსახლეობას მოლაპარაკების ფორმატის დაუბრუნებისა და საწარმოსთვის საქმიანობის შეუფერხებლად განახორციელების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

"მიუხედავად იმისა, რომ "ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთში პრობლემურ ტერიტორიებზე წლების განმავლობაში სამთო-მოპოვებით სამუშაოებს არ აწარმოებს (შუქრუთი ერთ-ერთია იმ სოფლებს შორის, რომელთა ქვეშ საბჭოთა პერიოდში მადანგამომუშავება მიმდინარეობდა და მას შემდეგ ის ძველი მაღაროები მიტოვებულია).

კომპანიის მიერ სპეციალური კომისია მაინც შეიქმნა, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის საკითხის შესწავლა დაიწყო, პარალელურად კი დამოუკიდებელი, გამოცდილი საექსპერტო ჯგუფი - "საინჟინრო კვლევების ცენტრი" დაიქირავა, რომლის დასკვნითაც შუქრუთში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების დაზიანება "ჯორჯიან მანგანეზის" საწარმოო სამუშაოებს არ უკავშირდებოდა და ის საბჭოთა პერიოდში სოფლის ქვეშ მიმდინარე მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოებით იყო გამოწვეული; ასევე დადგინდა, რომ ხსენებული დაზიანებები იმ პერიოდში შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახურების მიერ სრულად იყო კომპენსირებული, რაც დოკუმენტურად არის დადასტურებული", - აცხადებენ "ჯორჯიან მანგანეზში".

შუქრუთში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება EMC და სახელმწიფოს პრობლემის აღმოფხვრაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. 



ამავე თემაზე:

"არ ვაპირებთ გაჩერებას" - მოსახლეობამ "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ პროტესტი განაახლა

სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)


"ჯორჯიან მანგანეზი" შუქრუთის მოსახლეობას მოლაპარაკების ფორმატის დაბრუნებისკენ მოუწოდებს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737
ადამიანი შემოვიდა.
14:33 / 09.08.2022
2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა.
საქართველოში კორონავირუსით  პანდემიის პერიოდში 15 103 ორსული
დაინფიცირდა.
14:27 / 09.08.2022
საქართველოში კორონავირუსით  პანდემიის პერიოდში 15 103 ორსული დაინფიცირდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.