იტალიელ ინვესტორთა ჯგუფთან მოლაპარაკებებს ქუთაისის მერია ორი თვის განმავლობაში აწარმოებდა. ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება კლუბის ახალ ინვესტორს ეძებდა, გუნდს ყოველდღიურად ტოვებდნენ ფეხბურთელები. ბოლოს გუნდში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დარჩა, კლუბი დატოვა მთავარმა მწვრთნელმაც.პროცესის გაჭიანურების გამო საპროტესტო აქციებს მართავდნენ "ტორპედოს" გულშემატკივრები და ქალაქის მერს კლუბის გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდნენ.
რამდენიმე დღის წინ "ტორპედო" მეოთხე ლიგაში დაქვეითების რეალური საფრთხის წინაშე დადგა. გუნდის გარეშე დარჩენილ კლუბს პირველ მარტს ოფიციალური თამაში აქვს დაგეგმილი.
ქუთაისის მერიამ იტალიელ ინვესტორთან შეთანხმების გაფორმება მხოლოდ ახლა, მას შემდეგ მოახერხა, რაც კლუბში უმძიმესი ვითარება შეიქმნა.
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე სამუშაოების აღდგენის უფლება უსაფრთხოების ნორმების დარღვევების გამოსწორების შემდეგ გაიცა.




მასალის გამოყენების პირობები