ახალი ამბები
რა შემთხვევაში იზრუნებს მერია ბულვარის სარეკონსტრუქციო თანხის მოძიებაზე - განმარტება
FaceBook

ქუთაისის მერია ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის თაობაზე დაპირების არშესრულებას,  ესკიზის მიმართ მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულებით ხსნის.



მერიაში განმარტება მას შემდეგ გააკეთეს, რაც ქუთაისიპოსტმა მასალა გამოაქვეყნა: "ქუთაისის ცენტრალურ ბულვარს რეკონსტრუქცია აღარ ჩაუტარდება". 

სწორედ ამის შემდეგ, მერიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ შესაძლოა, სამუშაოების დაფინანსების მიზნით რგფ-ს მიმართონ, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ბაღის ესკიზი საზოგადოებას მოეწონება.

„შარშან, როცა იყო გამოკითხვა, მოსახლეობის უმრავლესობას არ მოეწონა ესკიზი. რადგან, ეს არის ქალაქის ისტორიული  ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის როგორი იქნება მისი ვიზუალი, გადავწყვიტეთ,  ისევ ჩავატაროთ გამოკითხვა და თუ მოეწონებათ, მივმართავთ რეგიონალური განვითარების ფონდს დაფინანსების თხოვნით“, - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

ფაქტია, რომ ქუთაისის მერიას ცენტრალური ბულვარის რეკონსტრქუცია ამ ეტაპზე გეგმაში არ აქვს. ამის შესახებ  ჟურნალისტებთან  საფინანსო სამსახურის უფროსმა, დავით ნიშნიანიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში თანხა მხოლოდ შადრევნის რეკონსტრუქციისთვის არის გათვალისწინებული.  ფაქტია ისიც, რომ მერიას არც რგფ-სთვის მიუმართავს პროექტის დაფინანსების თხოვნით.

აღსანიშნავია, რომ მერიას საზოგადოებისთვის არ უკითხავს აზრი ისტორიული თეთრი ხიდის რეკონტრუქციის დროს. ხიდს სარემონტო სამუშაოები ისე ჩაუტარდა, რომ პროექტზე ტენდერიც არ გამოცხადებულა.  პროექტი არათუ ფართო საზოგადოებას, არამედ, სპეციალისტებსაც არ უნახავთ.

ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია ქუთაისის მერიამ გასული წლის ზაფხულში დააანონსა. ბულვარის საბოლოო ესკიზის შერჩევა საზოგადოებას მიანდო და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე   სხვადასხვა  ელემენტის (შადრევანი, საფეხმავლო ბილიკების ფილა, ძელსკამი) რამდენიმე ვერსია გამოაქვეყნა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის სასურველი  ფერისა და ფორმის ელემენტისთვის ხმა მიეცათ. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ,  მერიაში განაცხადეს, რომ აზრთა სხვადასხვაობის გამო ესკიზის შერჩევა ვერ მოხდა.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 171  წლისაა და ის მუშტაიდის პარკის შემდეგ,  სიძველით,  მეორეა მთელ ამიერკავკასიაში. ბულვარში ეტაპობრივად ხორციელდებოდა  სარეკონსტრუქციო სამუშაოები,  თუმცა,  მისი არსებობის განმავლობაში, სრული რეკონსტრუქცია არ მომხდარა.




ამავე თემაზე:


ქუთაისის ცენტრალურ ბულვარს რეკონსტრუქცია აღარ ჩაუტარდება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების
ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
11:02 / 26.04.2024
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.