ახალი ამბები
ქუთაისის მერია: "რეორგანიზაციის პროცესი მოქალქეებისთვის ხელმისაწვდომი სერვისის შექმნას ემსახურება"
FaceBook
ქუთაისის მერიაში გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას"  ადგილობრივი ლიდერის გიგა შუშანიას ბრალდებას რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ეხმიანებიან.
,,რეორგანიზაციის პროცესი ძირითადად ემსახურება ხელმისაწვდომი, მოქნილი და ოპერატიული სერვისების შექმნას მოქალაქეებისთვის. არქიტექტურის ა(ა)იპი ღია ფანჯრის პრინციპით მოემსახურება მოქალაქეებს და გაცილებით გამარტივებულს გახდის
ყველა სახის პროცედურას.  ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში იგეგმება აუდიტის სამსახურის შექმნა

თვითმმართველობათა კოდექსის თანახმად მიზანშეწონილია არსებობდეს შიდა უწყებრივი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ხარვეზების გამოვლენას და მათი აღმოფხვრის ეფექტური სტრატეგიის შემუშავებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აუდიტის სამსახურის შექმნა. მართალია ის აქამდე არსებობდა მეორადი სტრუქტურული ერთეულის სახით თუმცა, მისი როგორც სამსახურად ჩამოყალიბება რომელიც ფართო უფლებამოსილებით იქნება აღჭურვილი არსებითი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში," -აცხადებენ  ქუთაისის მერიის პრესსამსახურში. 

გიგა შუშანაის განცხადებით მერიაში რეორგანიზაცია პოლიტიკური მიზნების გადაჭრას ემსახურება.

"რეორგანიზაციის შედეგად ქუთაისი მიიღებს გაზრდილ ბიუროკრატიას, დასაქმებული პარტიული აქტივისტებისა და ახლობლების გაზრდილ რაოდენობას და ბიუჯეტიდან მათ შენახვაზე გაწეული ხარჯების ზრდას. ხოლო ქალაქის წინაშე არსებული პრობლემები ისევ უცვლელი დარჩება", – განაცხადა  გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა.


ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია გასულ წელს დაიწყო, რომელიც 28 თებერვალს უნდა დასრულდეს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.