ახალი ამბები
ხარაგაულელი მონადირეების ფოტოები მოკლულ მგლებთან (ფოტო)
FaceBook
ხარაგაულელმა მონადირეებმა მოკლულ მგლებთან ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
ხსენებულ ფოტოებზე მოკლული მგლები თოკებით ჯოხებზეა გამობმული და მათთან ერთად მონადირეები სხვადასხვა კუთხით პოზირებენ. 


მოკლული მგლებისა და მონადირეების ერთობლივი ფოტოები ხარაგაულის ტყეში, მიმდინარე წლის 22 დეკემბერს ნადირობის დროსაა გადაღებული. კადრები სოციალურ ქსელში მონადირეთა ჯგუფში გავრცელდა, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა.



"ეს არის სისასტიკე, რომელშიც საამაყო არაფერია," – ასეთია შეფასებები ცხოველების მკვლელობის ამსახველ მძიმე კადრებზე სოციალურ ქსელში საზოგადოების მხრიდან. 




ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ნადირობა აბსოლუტურად კანონიერად მოხდა, თუმცა გმობენ ფოტოების გასაჯაროების ფაქტს.

"ნადირობა ლიცენზირებული, ნებადართული იყო გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან. მუნიციპალიტეტს ათი მგლის ამოღების უფლება ჰქონდა და ჩვენ მხოლოდ ორი ამოვიღეთ. თუმცა ამ კადრების გასაჯაროება არ არის კარგი საქციელი, ამიტომ მოვუწოდებთ მონადირეებს, რომ აიღონ ეს ფოტოები თავიანთი სოციალური გვერდიდან," – აცხადებენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.

მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისგან განსხვავებით, ცხოველების მკვლელობის ფოტოების გავრცელება პრობლემად არ მიაჩნიათ თავად მონადირეებს.

"ვინც ამ ფოტოებს კრიტიკით უყურებს მათ არ იციან სოფლის ცხოვრება. არ იციან, როგორ შრომით გაზრდილ შინაურ ცხოველს უნადგურებს მგელი მოსახლეობას. სიბრალულით უყურებენ მტაცელბელბს და მართლა ზღაპრის გმირების ჰგონიათ. ფოტოების გადაღება აკრძალული არაა და რაც აკრძალული არაა შესაბამისად ნებადართულია. ასეთი რამ მთელს მსოფლიოში ხდება და საქართველოში იმდენი მტაცებელია, უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიებებიც უნდა ტარდებოდეს," – ამბობს ერთ–ერთ მონადირე ზურაბ იჩქიტიძე.

ცხოველთა მკვლელობის ფაქტების ამსახველი ფოტოების გავრცელება მორალურ გადაცდომად მიაჩნიათ საქართველოს ცხოველთა უფლებადამცველებს. 

"ვთქვათ კანონიერად დახოცეს ეს მგლები მონადირებმა, მაგრამ ამის შემდეგ ამ ფაქტებს როცა იღებ და აქვეყნებ ეს ხომ ამორალურობაა. ეს სასტიკი ფოტოები მოქმედებს ადამიანებზე, სისასტიკეს აჩვენებს, ბავშვებს ახალგაზრდებს. რაც ძალადობი წახალისებაც გამოდის. დაუშვებელია ასეთი ქმედება, რადგან ამგვარი რამეები სხვა ქვეყნებში კანონით რეგულირდება," –  განმარტავს ჩვენთან საუბარში საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადობის ხელმძღვანელი თეიმურაზ წიქორიძე.

მისივე თქმით, ევროპასა და ამერიკაში ასეთი სისასტიკის შემცველი ფოტომასალის გამოქვეყნება იკრძალება. საქართველოში კი მსგავსი კანონი არ არსებობს. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე
დღეს გავა.
11:30 / 16.04.2024
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს გავა.
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე
ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.
11:00 / 16.04.2024
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.