ახალი ამბები
ავთანდილ ხურციძის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
FaceBook
ამერიკაში 2017 წლის შვიდ ივნისს დაკავებული ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე ამერიკულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
ოჯახის წევრები მის უდანაშაულობაში დარწმუნებულნი არიან და ამბობენ, რომ ის განზრახ დააკავეს. ამის მიზეზად კი იმ სპორტსმენებთან დაპირისპირებას ასახელებენ, რომელთანაც ორთაბრძოლა ამერიკაში 2017 წლის ივლისის თვეში უნდა გამართულიყო.

"გასაჩივრდება ეს გადაწყვეტილება და საბოლოოდ სამართალი იზეიმებს", - ამბობს ავთანდილ ხურციძის დეიდა.

ამერიკული გამოცემა ნიუ-იორკ პოსტის ინფორმაციით ქართველ მოკრივეს 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მედია გამოცემა წერს, რომ ბრალდების მხარე ნაფიც მსაჯულთათვის რამდენიმე ვიდეომტკიცებულების წარდგენას აპირებდა, სადაც ჩანს, თუ როგორ ემუქრება ხურციძე ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სახელით ადამიანს და შემდეგ ფიზიკურადაც უსწორდება მას.

საქმის განხილვა ხუთ ივნისს დაიწყო. გამოძიების მტკიცებით, დაჯგუფება, რომელსაც რაჟდენ შულაია ხელმძღვანელობდა არალეგალური ვაჭრობითა და თაღლითობით იყო დაკავებული. სამართალდამცველებმა საქმეზე ავთანდილ ხურციძესტან ერთად, 30-მდე ადამიანი დააკავეს. ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიც მსაჯულებმა ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. თუ რამდენწლიანი პატიმრობა შეეფარდება ბრალდებულს, გადაწყვეტილებას მოსამართლე 21 სექტემბერს გამოაცხადებს.

ქუთაისელი მოკრივე ავთანდილ ხურციძე იგივე "ჩაქუჩა" 2017 წლის ივნისში დააკავეს. სპორტსმენის ოჯახის ინფორმაციით, მის შვილს ამერიკის საელჩოდან დაურეკეს, უთხრეს, რომ ამერიკის ვიზა მზად იყო და გამთენიისას გაფრინდა. მისი დაკავება ნიუ-იორკში მოხდა. აშშ-ს იუსტიციის დეპარტემენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ნიუ-იორკში დაკავებულ 15 ქართველს შორის, ავთანდილ ხურციძეს ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში დაედო. დაკავებულებს ასევე ბრალად ედებათ თაღლითობა და ფულის გამოძალვა. ქართველ მოკრივეს ავთანდილ ხურციძეს ნიუ-იორკის სასამართლომ მაშინ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.


ქუთაისელმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ, 2017 წლის აპრილში WBO-ს დროებითი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მას 2016 წელს, ასევე, მოპოვებული აქვს WBO -ს ინტერნაციონალური ქამარი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.