ახალი ამბები
„ყოფილი „ნაციონალისგან“ ეს განცხადება უხერხულია“ - ქუთაისის მერია „ევროპული საქართველოს“ კვლევაზე
FaceBook
ქუთაისის მერია ა(ა)იპ-ებში დასაქმებულების შესახებ "ევროპული საქართველოს" კვლევას ეხმაურება. ქუთაისის ვიცე მერის,  გიორგი იობაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიის წევრის განცხადება რეალურ ფაქტებს მოკლებულია.

"ყოფილი "ნაციონალი" დეპუტატის განცხადება გაბერილ შტატებსა და აქტივის დასაქმებაზე სწორედ მისი მხრიდან არის ძალიან უხერხული, რადგან 2011-2012 წლებში, როდესაც მისი გუნდი იყო ხელისუფლების სათავეში, მხოლოდ მერიაში 900-მდე ადამიანი იყო შტატით დასაქმებული და 30 - შტატგარეშედ. ახლა ეს რიცხვი 298 -მდეა შემცირებული. ოპოზიციის განცხადება აქტივის დასაქმებასთან დაკავშირებით ასევე ძალიან უხერხულია, რადგან ძალიან კარგად გვახსოვს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასაქმებული ათასობით აქტივისტი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ხმების მოსაზიდად. ჩვენი მმართველობის პირობებში ჩატარებული რეორგანიზაციაც ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ არ მომხდარიყო ფუნქციების დუბლირება და სახელფასო თანხების დაზოგვა მოგვეხდინა. ამიტომ გაუქმდა ერთი სამსახური და მოხდა თანხების გადანაწილება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გიორგი იობაშვილმა.

ოპოზიციურმა პარტიამ  "ევროპული საქართველო",  ქუთაისის მერიის ააიპ დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობა და მათი სახელფასო ანაზღაურების ხარჯები შეისწვალა.

კვლევის მიხედვით, მერია 15 ააიპ დაწესებულების სახელფასო ანაზღაურებისთვის ყოველწლიურად 18 მილიონ ლარს ხარჯავს. 


ამავე თემაზე:

დუბლირებული ფუნქციები და 18 მილიონიანი სახელფასო ფონდი ქუთაისის მერიის ააიპებში
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.