ცალ-ცალკე ჩვენი დამარცხება ადვილია" - სოლიდარობის აქცია ტყიბულში
18:32 / 09.05.2018
ტყიბულში სოლიდარობის აქცია გაიმართა.
ერთი წელი გავიდა, რაც ტყიბულის მინდელის
სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი მეშახტე
გარდაიცვალა.
აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სამძიმარი გარდაცვლილი
მეშახტეების ოჯახებს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
,,ცალ-ცალკე ჩვენი დამარცხება ადვილია. გამოსავალი ერთიანობასა და
სოლდიარობაშია", - განმარტეს აქციაზე შეკრებილებმა.
გასული წლის 9 მაისს, მინდელის სახელობის შახტში, ერთ-ერთ უბანზე
ეგრეთწოდებული "ლიფტი" გაწყდა და მეშახტეები რამდენიმე კილომეტრის
სიღრმეზე ჩავარდნენ.
ბოლო შემთხვევა, 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. ტყიბულის მინდელის
სახელობის შახტში ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი -
დაშავდა.
მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების
წარმომადგენლების თქმით, ინციდენტი, სავარაუდოდ, სამთო დარტყმის
შედეგად წარმოშობილი ჰაერის მასამ გამოიწვია.
შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია,
“საქნახშირი” მართავს.
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის,
სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და მთავრობის სახლის გადატანის
შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად
არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30
ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები