ახალი ამბები
24 აპრილს ტყიბულის შახტში უკრაინელი ექსპერტები ჩავლენ
FaceBook
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დღეს უკრაინელი შრომის ინსპექტორები მოკვლევას დაიწყებენ. დელეგაცია უკვე მიემგზავრება ტყიბულში.
უკრაინელი ექსპერტები ადგილზე ვითარებას ორი დღის განავლობაში შეისწავლიან, რის შემდეგაც შახტში მომხდართან დაკავშირებით დასკვნას დადებენ.

უკრაინული დელეგაცია საქართველოში "საქართველოს მეტალურგიული, სამთო, ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის" მოწვევით ჩამოვიდა.

პროფკავშირის პრეზიდენტი, თამაზ დოლაბერიძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ  კომპანია "საქნახშირთან" მოკვლევის ჩატარებაზე წინასწარი თანხმობა უკვე არსებობს.

"იმედი გვაქვს კომპანია მისცემს საშუალებას ჩვენს ექსპერტებს, რომ ნახონ დოკუმენტაცია, დაათვალიერონ შახტი და ადგილზე შეისწავლონ ვითარება. ორი დღის შემდეგ ისინი  დაბრუნდებიან უკრაინაში და რამდენიმე დღეში დადებენ დასკვნას", - ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

ტყიბულის შახტში მოკვლევა უკვე აწარმოა შრომის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფმა და ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა.

უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტაში ხუთ აპრილს, გამთენიისას მოხდა. მინდელის სახელობის შახტში ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - დაშავდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ოფიციალური ინფორმაციით, შახტში სამთო დარტყმა მოხდა, რომლისგანაც გამოწვეულმა ჰაერის ტალღამ ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. ადგილზე დასაქმებულები კი ამბობენ, რომ ისვე როგორც გასულ წლებში, შახტში არც ამეჯრად იყო უსაფრთხოების ნორმები დაცული და შესაბამისი ზომების მიღების შემთხვევაში ფატალური შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში, 2016-2018 წლებში 12 ადამიანი დაიღუპა. შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.


ამავე თემაზე:

"წარიმართება აუდიტის პროცესი, რომელიც იტყვის, ღირს თუ არა შახტში ოპერირება"

ტყიბულში მეშახტეების დაკრძალვაზე მინისტრები ჩავიდნენ

მინდელის შახტში დაღუპულებს 10 აპრილს დაკრძალავენ

ტყიბულის შახტში ტრაგიკული შემთხვევა სამთო დარტყმის შედეგად არ მომხდარა" - შრომის ინსპექტირების პირველადი დასკვნა

რა დასკვნა აქვს გაცემული შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს ტყიბულის შახტებზე

შვილები ეძებენ მამას - რეპორტაჟი მეშახტეთა ქალაქიდან

ექვსი მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა (ვიდეო)

კანონი, რომელიც სიცოცხლეს ვერ იცავს


5 აპრილს ტყიბულში 13 შვილი დაობლდა

შახტის 12 მსხვერპლი - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (ინფოგრაფიკა)

სანქციები, რომელიც "საქნახშირს" მეშახტეების დაღუპვის გამო დაეკისრა

ტყიბულის შახტაში უბედურ შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტყიბულში მუშების დაღუპვაზე შსს განცხადებას ავრცელებს

"საქნახშირის" ადმინისტრაციის პირველი კომენტარი ტყიბულში მუშების დაღუპვაზე

ტყიბულის შახტიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე

ირაკლი კობახიძე: შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დასაცავად ყველაფერი უნდა გაკეთდეს

"სახეში მომხვდა ჰაერის წნევა" - რას ჰყვება შახტში დაშავებული


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.