ახალი ამბები
ბორის გაპონოვის ძეგლს რამდენიმე დღეში აღადგენენ
FaceBook
ქუთაისში რამდენიმე დღეა ცნობილი ებრაელი მთარგმნელის ბორის გაპონოვის ძეგლი კიდურის გარეშე არის დარჩენილი.

როგორც აღმოჩნდა მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ ძეგლის ნაწილი მოხსნა და შესაკეთებლად სახელოსნოში გადაიტანა.

"ძეგლი კარგად დაფიქსირებული არ არის, იმიტომ რომ სხვაგან უნდა გადაიტანონ. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე დაზიანდა და მისი შეკეთება მომიხდა", - ამბობს გიორგი კიკვაძე.

ძეგლის ავტორიც და ადგილობრივებიც გამორიცხავენ მიზანმიმართულ ვანდალიზმს. თუმცა, საუბრობენ მოქალქეების მხრიდან დაუდევრობაზე.

რაიმე სახის ინციდენტს გამორიცხავენ მერიაში, აღნიშნავენ რომ ძეგლს პერიოდულად სჭირდება გაწმენდა. ამჟამადაც ძეგლის კიდური გასაწნენდად გადაიტანეს სახელოსნოში.

მოქანდაკის ინფორმაციით,  ძეგლი რამდენიმე დღეში აღდგება.

ქუთაისში ბორის გაპონოვის ძეგლი 2014 წელს დადგეს.

ბორის გაპონოვი "ვეფხისტყაოსნის" ერთ -ერთ ყველაზე საუკეთესო მთარგმნელთა რიგებშია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.