ახალი ამბები
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც დახლები აიღეს გარემოვაჭრეები აქციას მართავენ
FaceBook
ამ წუთებში ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეები აქცია მიმდინარეობს. 
ისინი დახლების დაბრუნებას და გარევაჭრობის განახლებას ითხოვენ.

ადგილზე შეკრებულმა გარემოვაჭრეებმა, ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვა სცადეს, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

თუ რა ხდება ჭავჭავაძის გამზირზე და მივიდნენ თუ არა მერიის თანამშრომლები,  ქუთაისპოსტის ჟურნალისტი ადგილზე  მუშაობს და დეტალებს იქიდან შემოგთავაზებთ. 

ქუთაისის მერიამ ერთი თვის წინ ქალაქის ცენტრალური ნაწილში აიკრძალა გარევაჭრობა. ამჯერად იგივე პროცესი ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუთაისის ყველა უბანში არსებულ ტერიტორიაზე მოხდება.

ქუთაისის მერიამ ქალაქის მასშტაბით გარევაჭრობის აკრძალვა 1 მარტიდან დაანონსა. პირველად გარემოვაჭრეების დახლები წითელი ხიდისა და ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღეს. ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ, მერიის მიერ წერილობით გაფრთხილებას,გარემოვაჭეების პროტესტი მოჰყვა.

თვითდასაქმებულები ამბობენ, რომ ტერიტორიას არ დატოვებენ, რადგან გარევაჭრობა მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროა.


ამავე თემაზე:


ქუთაისის მერიამ ღამით ჭავჭავაძის გამზირზე გარემოვაჭრეების დახლები აიღო (ფოტო)

21 აპრილიდან ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება

გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიაშ


ქუთაისის მერისა და გარემოვაჭრეების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ადგილები ქუთაისში, სადაც გარევაჭრობა უკვე აკრძალეს (ფოტო)

1 მარტიდან ქუთაისში გარევაჭრობა აიკრძალება
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.