ახალი ამბები
იმერეთში სასწავლო წლის დაწყების შემდეგ კიდევ ერთი საჯარო სკოლა დაიკეტა
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. 
საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, შენობის დაზიანების გამო მოსწავლეების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა.

წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა ჩხეტიანის ინფორმაციით, შენობას უფრო მაღალი ხარისხის დაზიანებები აქვს, ვიდრე წყალტუბოს №2 საჯარო სკოლას, რომლის შენობაშიც სასწავლო წლის დაწყების შემდეგ სწავლა შეწყდა.

სკოლაში 90 მოსწავლე  ირიცხება, რომლებიც ამ დროისთვის  ონლაინრეჟიმში სწავლობენ. განიხილება მათი ალტერნატიულ ფართში გადაყვანის საკითხი. ერთ-ერთი ვარიანტია ახლომდებარე მუხიანის საჯარო სკოლა, მეორე კი — სოფელში არსებული ორსართულიანი შენობა, რომელიც უკვე მოძიებულია. მის გამოყენებაზე რესურსცენტრი განათლების სამინისტროს თანხმობას ელოდება.

მამუკა ჩხეტიანის განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიხედვით, მოსწავლეებს ან სხვა სკოლაში გადაიყვანენ და ტრანსპორტირებას დაუნიშნავენ, ან სწავლას იმავე სოფელში მოძიებულ კერძო სახლში გააგრძელებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში, სასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში, ერთ-ერთ სკოლაში
სასწავლო  პროცესი შეწყდა. 
14:39 / 20.09.2026
იმერეთში, სასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში, ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო  პროცესი შეწყდა. 
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის პედაგოგი მშობლების პროტესტს შეუერთდა.
მისი თქმით, მშობლებმა შვილები სკოლაში არ გაუშვეს, თავად კი იმ
სკოლაში არ მივიდა, სადაც, როგორც წერს, არავინ ელოდება.
13:37 / 20.09.2026
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის პედაგოგი მშობლების პროტესტს შეუერთდა. მისი თქმით, მშობლებმა შვილები სკოლაში არ გაუშვეს, თავად კი იმ სკოლაში არ მივიდა, სადაც, როგორც წერს, არავინ ელოდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.