ახალი ამბები
"ევროპული საქართველო" ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ინიციატივით გამოდის
FaceBook
პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველო" ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ახალი ინიციატივით გამოდის.
ამ საკითხზე პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა. დეპუტატის თქმით, მზად არის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ოჯახური ძალადობის დროს პოლიციის გამოძახებისას პირის დაკავება არა შემაკავებელი ორდერით, არამედ 48 საათით უნდა მოხდეს.

"ევროპული საქართველო" მზად არის ითანამშრომლოს ყველა პარტიასთან და ცვლილება დაჩქარებულ რეჟიმში მიიღონ.

,,48 საათში შევძლბთ რეალურ განრიდებას შესაძლო მოძალადის ოჯახისგან და ქალებისგან. ეს 48 საათი არის ყველაზე მეტი საფრთხის შემცველი შესაძლო მოძალადეებისთვის. ამის შემდეგ საქმეში ჩაერთვება სასამართლო და საკითხი სრულყოფილად იქნება განხულული. ამით შევძლებთ შემაკავებელი ორდერი იყოს არა მხოლოდ ფურცელი, რომელსაც არაფრად აგდებენ მოძალადეები, არამედ რეალური განრიდება მოხდეს ქალების მოძალადეებისგან", - განმარტავს ელენე ხოშტარია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის შესახებ შემოსული შეტყობინებებისა და სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს, რათა ასეთ ფაქტებზე რეაგირება იყოს კიდევ უფრო დროული და ეფექტიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ერთობლივი მუშაობის შედეგად, პოლიციაში მიმართვიანობის მაჩვენებელი გაიზარდა. 2017 წლის პირველ სამ თვეში გამოძიება დაიწყო ოჯახური დანაშაულის ნიშნების შემცველ 530 შეტყობინებაზე, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ორჯერ მეტ - 1 179 შეტყობინებაზე, რაც ადასტურებს, რომ პოლიციისადმი ნდობა გაზრდილია როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა მხრიდან.

"თუმცა ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისა და მომართვიანობის მნიშვნელოვნად ზრდის პარალელურად, არსებობენ მსხვერპლები, რომლებიც თავს იკავებენ სამართალდამცველებთან თანამშრომლობისგან, არ ატყობინებენ დანაშაულის შესახებ პოლიციას ან შეტყობინების შემდეგ უარს აცხადებენ მოძალადის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რაც მოძალადეს უბიძგებს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე ძალადობის ჩადენისაკენ," - აცხადებენ უწყებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.