ახალი ამბები
გაუქმდეს ქუჩის ნარკოტესტირების მანკიერი პრაქტიკა - ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართება
FaceBook
"მსოფლიო ებრძვის ნარკოტიკებს, საქართველო კი ნარკოტიკებზე დამოკიდებულ, დაავადებულ ადამიანებს"

26 ივნისი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის მსოფლიო დღე ქუთაისში აქციით აღინიშნება.
აქციას ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი ატარებს საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში. საპროტესტო აქციის მიზანია კონკრეტული მაგალითების შეხსენებით (მაგალთად, ლევან აბზიანიძის შემთხვევა ქუთაისში) და ზოგადი კვლევების საფუძველზე მიღებული დასკვნებით, კიდევ ერთხელ მოუწოდოს ხელისუფლებას, რომ შეცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა.
"მსოფლიო ებრძვის ნარკოტიკებს, საქართველო კი ნარკოტიკებზე დამოკიდებულ, დაავადებულ ადამიანებს", - აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.
გაუქმდეს ქუჩის ნარკოტესტირების მანკიერი პრაქტიკა! საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულ იქნას 273-ე მუხლი, შესაბამისად გაუქმდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის. დაზოგილი თანხები გადამისამართებულ იქნას მტკიცებულებებზე დაფუძნებული (ზიანის შემცირება, მკურნალობა/რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია) პროგრამების დანერგვასა და გაფართოებაზე, -აღშნავენ ზიანის შემცირებსი ქსელის წარმომადგენლები.
აქცია ქუთაისში დღეს, ორახელაშვილის ქუჩაზე, საპატრულოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება 18 საათზე. აქციას ორგანიზებას ქუთაისში ორგანიზაცია "რუბიკონი" უწევს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.