ახალი ამბები
"ქუთაისის მერიის საბინაო სამსახური მოსახლეობის პოლიტიკურ გემოვნებას ადგენს"
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი და  ქუთაისის წინა მოწვევის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გია გოქაძე, მერიის საბინაო სამსახურის წინააღმდეგ გამოდის. გოქაძე აღნიშნული სამსახურის მიერ მოსახლეობის ე.წ. აღწერას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს  საარჩევნო მზადებას და მოსახლეობის პოლიტიკური შეხედულებების გარკვევას ემსახურება.
"ეს ემსახურება მოსახლოების პოლიტიკური გემოვნების დადგენას. რადგან, ასეთი აღწერა წინა წელს საქსტატს აქვს გაკეთებული და თუკი რამე აინტერესებს საბინაო სამსახურს, შეუძლიათ მათ მიმართონ", - აცხადებს გია გოქაძე.
ის ასევე, ტერიტორიული მართვის ორგანოების მუშაობასაც აპროტესტებს და ამბობს, რომ თითოეულ მართვის ტერიტორიულ ორგანოში უშიშრობის კადრი ჰყავთ მიმაგრებული.
"ამ სამსახურში ძალიან გაბერილი შტატებია. საქმეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი აკეთებს. მეზობლები გამარჯობას რომ ეტყვიან ხოლმე ერთმანეთს ისიც კი იციან. ეს იმიტომ სჭირდებათ, რომ ხალხის დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ გაიგონ", - აღნიშნავს "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი.
გია გოქაძე აღნიშნულის გარდა, მერიის საბინაო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ნაკაშიძის წინააღმდეგაც გამოდის და აცხადებს, რომ ნაკაშიძე ქალაქის მერის შოთა მურღულიას პიარზე და რეიტინგზე მუშაობს.
"როგორც კი პირდაპირ ეთერში მიიწვევენ მურღულიას ან მერიის რომელმე წარმომადგენელს, ნაკაშიძის დავალებით პირდაპირ ეთერში ხორციელდება ზარები", - აცხადებს გია გოქაძე.
ქუთაისის მერიაშიაცხადებენ, რომ აღნიშნულ ბრალდებაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.