ახალი ამბები
ქუთაისელი "ნაციონალი" ააიპ-ებში ატესტაციის ჩატარების წესს სასამართლოში გაასაჩივრებს
FaceBook
ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ-ების თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესს, რომელიც საკრებულომ დღეს დაამტკიცა,  "ნაციონალი" დეპუტატი  სასამართლოში გაასაჩივრებს.
"შეუსაბამოა ამ განმარტების მიხედვით ატესტაციისა და კონკურსის გამოცხადება. აღნიშნული მუხლის თაობაზე მე პირადად წავალ სასამართლოში," - განაცხადა საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბესიკ ბრეგაძემ. მისი განმარტებით, ქუთაისის მერია  ატესტაციით ააიპ-ებში პოლიტიკური წმენდის განხორციელებას გეგმავს. საკრებულოს უმცირესობის წევრი აცხადებს, რომ ქუთაისის მერიას არ აქვს სამართლებრივად იმის უფლება, რომ მხოლოდ ააიპ გაერთიანების ხელმძღვანებს ჩაუტარონ ატესტაცია.
"რატომ უტარებენ მხოლოდ ააიპ გართიანებაში შემავალი ფილიალების ხელმძღვანელებს ატესტაციას? რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური წმენდა. ამას ასე არ დავტოვებ. ამ საკითხს გავივლი თოთოეული ააიპ გაერთიენების იურისტებთან", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ბესო ბრეგაძემ.
ააიპ-ების თანმაშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღია უმრავლესობის წევრს, ნატო ქათამაძეს. ქუთაისის მერიის ააიპ-ების თანამშრომელთა ტესტირების მეთოდიკის, შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების უზრუნველყოფა ქალაქის მერს, შოთა მურღულიას დაეკისრა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
12:22 / 05.02.2026
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე დასავლეთ
საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი
ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე
ნალექი და ნისლი აღინიშნოს.
12:43 / 04.02.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.