ახალი ამბები
ქუთაისის მერი მოქალაქეებს არ პასუხობს
FaceBook
საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტი"-ს რუბრიკის "მე რომ ვიყო" ფარგლებში მოქალაქეების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს ქალაქის მერი შოთა მურღულია არ პასუხობს.

რუბრიკის "მე რომ ვიყო" ადრესატები არიან სხვადასხვა სფეროში მომუშავე თანამდებობის პირები.
რუბრიკის საშუალებით ქუთაისიპოსტი ცდილობს გაარკვიოს როგორ წარმოუდგენიათ მოქალაქეებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ პირებს კონკრეტულ თანამდებობაზე საკუთარი თავი და რას შეცვლიდნენ მათ ადგილზე. კუტაისიპოსტ.გე-ზე ვიდეოგამოკითხვის განთავსების შემდეგ, გთავაზობთ კონკრეტული თანამდებობის პირის შეხედულებას მოქალაქეების იდეებთან და შენიშვნებთან დაკავშირებით, ასევე, ვიდეოკომენტარის სახით.
თუმცა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მოქალაქეების შენიშვნებზე პასუხი არ გასცა.
"მე რომ ვიყო ქალაქის მერი" - მოქალაქეების ვიდეოკამოკითხვა ქუთაისიპოსტმა მიმდინარე წლის 19 მაისს გამოქვეყნა. ქუთაისის მერიის პრესსამსახურში თავდაპირველად განმარტეს, რომ ქალაქის მერი დაკავებული იყო და დრო სჭირდებოდა. გამოკითხვის ვებ-გევრდზე განთავსებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა. ამ დროის მანძილზე პრესსამსახურთან არაერთი დაკავშირების მიუხედავად, ქუთაისის მერს  მოქალაქეების შენიშვნებზე პაუხი ამ დრომდე არ გაუცია.

მოქალაქეების ვიდეოგამოკითხვა ნახეთ აქ:
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
12:09 / 29.04.2024
"ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე პარტიის აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.