ახალი ამბები
პრემიერი საზოგადოებას არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიშს უხდის
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს მოხდა საშინელი, საზარელი ფაქტი. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო თათბირზე განაცხადა , ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა. ვეფხვმა, რომელიც ზოოპარკიდან გაიქცა, ადამიანი დაგლიჯა, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა.
"ეს არის აღმაშფოთებელი, საზარელი ფაქტი. მე შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, დღის, ბოლოს, როდესაც საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობდა, საგანგებო შტაბის მიერ მომზადებულ ანგარიშში მე ვთქვი და გავიმეორე ის ინფორმაცია, რომელიც მოწოდებული იქნა საგანგებო შტაბის მიერ.
თავის მხრივ, საგანგებო შტაბი დაეფუძნა ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ მტაცებელი ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ ქალაქში და რომ საფრთხეს არ წარმოდგენენ მოსახლეობისთვის.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ ძალიან შეწუხებულად თავს, მე მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ეყრდნობოდა ზოოპარკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და წყარო იყო ზოოპარკის ადმინისტრაცია, თვითონ დირექტორი. მან არაერთხელ განუცხადა საგანგებო შტაბს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ეს ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ გარეთ. ამის მიუხედავად მე მინდა მოგმართო შეკითხვებით, თავად განუმარტოთ მოსახლეობას, თუ რატომ მოხდა ეს. მიუხედავად იმისა, თუ რა ინფორმაციას მოვისმენდით ჩვენ ზიოოპარკის დირექტორისგან, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ თუ რამდენი ცხოველი არის გარდაცვლილი, ნაპოვნი და ა.შ.
თუ სჭირდება დახმარება ზოოპარკის დირექტორს, მე გავალებთ, რომ დაეხმაროთ და თქვენ თვითონ აღრიცხოთ, დაადგინოთ, თუ რამდენი მტაცებელი ცხოველი არის დარჩენილი ზოოპარკში, რამდენი ითვლება დაკარგულად. სანამ არ დარწმუნდებით, რომ ესა თუ ის ცხოველი არის ან ლიკვიდირებული, ან დამხრჩვალი, ან სხვა, არ გაავრცელოთ ინფორმაცია, მიუხედავად ზოოპარკის დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადებებისა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა მინდია ჯანელიძეს განმარტება სთხოვა, როგორ მოხვდა ის ინფორმაცია მის ხელში, რომელიც 2 დღის წინ გაავრცელა
www.interpressnews
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის
სტუდენტები
18:26 / 30.04.2024
ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები "რუსული კანონის"  წინააღმდეგ, ამ წუთებში, აქცია-მსვლელობას მართავენ.
ყოფილი კინოთეატრის,  
14:18 / 30.04.2024
ყოფილი კინოთეატრის,  "სულიკოს" შენობის შეძენის შემდეგ, ბიზნესმენმა ვიტალი ონიანმა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი ტერიტორიაც იყიდა. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.