ახალი ამბები
ქუთაისელმა მოსწავლეებმა ექსკურსიის ფული დაზარალებულთა დასახმარებლად გადარიცხეს
FaceBook
ქუთაისის ი. ოცხელის სახ. მე-2 საჯარო სკოლის 9 II კლასის მოსწავლეებმა ექსკურსიისთვის შეგროვებული ფული სტიქიის შედეგად დაზარალებულებისა და ზოოპარკის დასახმარებლად გადარიცხეს.

ექსკურსიისთვის შეგროვებული თანხიდან 500 ლარი დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხა, ხოლო 96 ლარი ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდში.
"დაგეგმილი გვქონდა, რომ ხვალ უნდა წავსულიყავით ექსკურსიაზე გორდში, ოკაცის კანიონის მოსანახულებლად. პროდუქტებიც ნაყიდი გვქონდა და მგზავრობის თანხაც შეგროვებული იყო. გუშინ საღამოს ბავშვებისგან წამოვიდა ინიციატივა, რომ ეს თანხა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გადაგვერიცხა. ვინც არ მიდიოდა ექსკურსიაზე, ისინიც შემოგვიერთდნენ და ერთსულოვნად ყველა ბავშვმა მიიღო აქციაში მონაწილეობა. რა თქმა უნდა მშობელთა მხარდაჭერა იყო უდიდესი" - ამბობს მე-2 საჯარო სკოლის 9 II კლასის დამრიგებელი, პედაგოგი ნინო დათაშვილი.
თანხის გადარიცხვის გარდა, მოსწავლეებმა და პედაგოგმა სტიქიით დაზარალებულებს ექსკურსიისთვის ნაყიდი პროდუქტებიც გაუგზავნეს.
"სახლიდანაც დავამატეთ სხვადასხვა ნივთები და გავგზავნეთ დაზარალებულთა დასახმარებლად," - ამბობს ნინო დათაშვილი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა
სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
12:22 / 05.02.2026
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე დასავლეთ
საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი
ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე
ნალექი და ნისლი აღინიშნოს.
12:43 / 04.02.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.