ახალი ამბები
"ახლა ბაღებში ისეთი სიტუაცია არ გვაქვს, რომ გვეცეკვებოდეს" - ბაღებში ცეკვის გაკვეთლები უქმდება
FaceBook
ქუთაისის "ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების" ახალი ხელძღვანელის დავით წიტაიშვილის  განმარტებით, საბავშვო ბაღებში ცეკვის გაკვეთილები აღარ გაგრძელდება.
ცვლილების განხორციელებას  გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი 2018 წლიდან გეგმავს. 

"საბავშვო ბაღებში ცეკვის პედაგოგების დამატებას მე თავიდანვე, როდესაც საკრებულოს დეპუტატი ვიყავი, არ ვეთანხმებოდი. ქართულ ცეკვას მე არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ბავშვის ორგანიზმი ასეთ ასაკში ძალიან მყიფეა და მათთვის მნიშვნელოვანია მეტყველების და სიარულის, ვიდრე სწორ ხაზზე ცეკვა. ახლა ბაღებში ისეთი სიტუაცია არ გვაქვს რომ გვეცეკვებოდეს", - განმარტა ჩვენთან საუბარში დავით წიტაიშვილმა.

ამის გარდა, წიტაიშვილი ამბობს, მისი პრიორიტეტი იქნება საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს ჯანსაღი პროდუქტით უზრუნველყოს.  

"ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში" განმარტავენ, რომ ცეკვის პედაგოგები საბავშვო ბაღების 37 ფილიალში კონტრაქტით მუშაობენ. პირველად ცეკვის გაკვეთილები ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2016 წლის ნოემბერიდან დაიწყო და თითოეულ ფილიალში ცეკვის  პედაგოგის გაწეული სამუშაოსთვის, ხელფასის სახით, 250 ლარი ერიცხებოდა. 

ქუთაისის ააიპ "ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად" ქალაქის მეხუთე მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი და ბურჯანაძის პარტიის ყოფილი წარმომადგენლი, დავით წიტაიშვილი დაინიშნა.

დავით წიტაიშვილმა "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმადე რამდენიმე თვით ადრე დატოვა. იგი საარჩევნო კამპანიას "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, გიორგი ჭიღვარიას სასარგებლოდ ახორციელებდა.


ამავე თემაზე:

"ჩემი იდეაფიქსი არ არის რეორგანიზაცია"- ბაღების გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი

ქუთაისში ბაღების გაერთიანებას ბურჯანაძის პარტიის ყოფილი წევრი უხელმძღვანელებს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.