ახალი ამბები
ქუჩები თბილისში, სადაც გადაადგილება შეიზღუდა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად საგზაო–სატრანსპორტო მოძრაობა შეიცვალა და გადაადგილება შეიზღუდება შემდეგ ქუჩებზე:

ბახტრიონის ქუჩასთან მდებარე გვირაბი დაკეტილია და ნაკადი ვერ იმოძრავებს ამირეჯიბის გზატკეცილის (ვერის ახალი გზა)მიმართულებით

მოძრაობა დასაშვებია ბახტრიონის, პეკინის და ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩების მიმართულებით.

ვეფხი და მოყმესთან და მტკვრის მარჯვენა (მთლიანად) სანაპიროზე მოძრაობა აკრძალულია.

თამარ მეფის მარჯვენა პანდუსთან მოძრაობა დაკეტილია ლაგუნა ვერის მიმართულებით.

მოძრაობა დაშვებულია თამარ მეფის პანდუსის გავლით "თბილისი ცენტრალი"-სკენ და ალექსიძის ქუჩით.

მოძრაობა დაკეტილია ფილარმონიასთან გმირთა მოედნის მიმართულებით. ფილარმონიიდან ავტომანქანები იმოძრავებენ ელბაქიძის ქუჩის და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

ელბაქიძეზე ჩასულ ავტოტრანსპორტს შეუძლია იმოძრაოს გალაქტიონის ხიდის გავლით მარჯანიშვილის ქუჩის მიმართულებით.

ელბაქიძის ქუჩიდან მოძრაობა აკრძალულია მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით და ავტოტრანსპორტს შეუძლია იმოძრაოს გალაქტიონის ხიდის გავლით მარჯანიშვილის მოედნისკენ.

მოძრაობა დაკეტილია მარჯვენა სანაპიროზე რესტორან "ძველ სახლთან".

ვირსალაძის ქუჩიდან ჩამოსულ ნაკადს შეუძლია იმოძრაოს მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმართულებით.

ავლაბრის მოედნიდან ჩამოსული ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

პერიოდულად საცობის აცილების მიზნით თავისუფლების მოედნიდან ტრანსპორტი იმოძრავებს კონკის მიმართულებით.

კრწანისის მოედნიდან წამოსული ტრანსპორტი მოძრაობს მხოლოდ ლესელიძის ქუჩით და მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროსკენ.

საცობის წარმოქმნის შემთხვევაში, გულუას ქუჩაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ორთაჭალჰესის გავლით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.