ახალი ამბები
რაგბში მსოფლიო ჩემპიონატს ქუთაისი 31 მაისიდან უმასპინძლებს
FaceBook
ქუთაისი, 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს რაგბში 31 მაისიდან უმსაპინძლებს. ქალაქში მსოფლიო დონის შეხვედრა 4 და 8  ივნისსაც გაიმათება.
მსოფლიოს გუნდების ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს ქუთაისის სარაგბო კლუბი "აია არენა" მიიღებს, "ტორპედოს" მოედანს კი გუნდები მხოლოდ სავარჯიშოდ გამოიყენებენ.

ქუთაისში სულ 4 ნაკრების 6 შეხვედრა გაიმართება.

ოთხივე გუნდი ერთმანეთს ჩემპიონატის პირველივე დღესვე დაუპირისპირდება.

პირველი წრის ორ შეხვედრაში, რომლებიც 31 მაისს 13:00 საათსა და 15:30 საათზე "აია არენაზე" შედგება, ზელანდია–შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს, ირლანდია კი, იტალიას დაუპირისპირდება.

ორი მატჩი გაიმართება 4 ივნისს, მეორე წრეშიც, სადაც ირლანდია–შოტლანდიას შეხვდება, ზელანდია კი იტალიას.

მესამე წრეში კი, რომელიც 8 ივნისს ჩატარდება, შოტლანდია იტალიას დაუპირისპირდება, ხოლო ირლანდია–ზელანდიას.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები, ქუთაისთან ერთად, ასევე გაიმართება თბილისში, ავჭალის სტადიონზე. ხოლო, პლეიოფებსა და ფინალურ მატჩებს 14 და 18 ივნისს, თბილისში, ავჭალის და მიხეილ მესხის სტადიონები უმასპინძლებს.

სპორტის სამინისტრომ  ქუთაისსა და თბილისში ჩემპიონატისთვის დაპირებული 10 მოედნის მშენებლობა ვერ მოასწრო, რის გამოც, ჩემპიონატის მიღება ალტერნატიულ მოედნებზე უწევს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მას შემდეგ, რაც მთავრობამ ქუთაისში ვერც ელექტრომობილებისა ქარხანა
ააშენა და ვერც ელექტრობატარეების საწარმო, მოქალაქეებმა
მორიგი დაპირება მოისმინეს.
11:27 / 18.05.2024
მას შემდეგ, რაც მთავრობამ ქუთაისში ვერც ელექტრომობილებისა ქარხანა ააშენა და ვერც ელექტრობატარეების საწარმო, მოქალაქეებმა მორიგი დაპირება მოისმინეს.
ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოში, კათოლიკოს პატრიარქის
ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა, ქუთაისშიც
აღნიშნეს.
14:41 / 17.05.2024
ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოში, კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა, ქუთაისშიც აღნიშნეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.