ბლოგები
მსოფლიოში პირველი ქართული რესტორანი ამერიკაში გაიხსნა
უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის გარეთ, უცხოეთში, პირველად ქართული რესტორანი ამერიკაში, სან-ფრანცისკოში გაიხსნა.

წლების განმავლობაში სიღრმისეულად ვიკვლევდი და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდი ამ დასკვნამდე.
ეს მაშინ, როცა 1921 წლის ემიგრაცია საფრანგეთში, ჯერაც საფუძვლიანად შეუსწავლელი თემაა.

მოგეხსენებათ, პირველად ევროპამ ქართული მაწვნის გემო გაიგო.
შემთხვევითი არ არის ის ცნობილი სიუჟეტი გუგული მგელაძისა და სულიკო ჟღენტის ფილმიდან "ფესვები", სადაც ახალგაზრდები მაწვნის ბიზნეს იწყებენ - მარსელში.

უეჭველია, რომ სცენარის ავტორს იმ გაგანია საბჭოეთში გაგებული ჰქონდა ამბავი იმისა, რომ პროვანს-ალპ-კოტ დაზურში (კორსიკის ჩრდილოეთით), კერძოდ მარსელში იწყებოდა ქართული კვალი, - მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ მაწვნის კვალი გახლდათ. ხოლო რესტორნის და ქართული სამზარეულოსი, გაცილებით გვიან, ომისშემდგომ, 1944-ის ირგვლივ გაიშალა.

ყველა დანარჩენი ქართული რესტორნები, - კანში, ნიცაში და ჟუან-ლა-პინსში, - ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის, სიმონ მიქელაძის, საშა ხინშიაშვილისა თუ თათარხან ანთაძის მიერ დაარსებულნი, ომის შემდგომ პერიოდს განეკუთვნებიან.

ამავე პერიოდისაა, თუმცა არ მინდა დამავიწყდეს, ქართული რესტორანი პარიზშიც, - მონეის კვარტალში, მეექვსე რაიონში, ნოტრ-დამის გადმოღმა, სეგუიერის ქუჩის 13 ნომერში, - ელენე ფერაძისა და მიშა ცაგარელის ეს სამზარეულო, ქართველთა შეკრების ერთადერთი ადგილი იყო, რომელმაც შემდეგ მისამართი და მგონი, მფლობელებიც შეიცვალა და ლევილის შატოს შესასვლელთან გადავიდა.

ჩვენ, გაცილებით ადრე, 1936 წელს სან-ფრანცისკოში დაარსებულ ქართულ რესტორან "ყაზბეგზე" მოგითხრობთ. 


ჰოლივუდურ ფილმში


პირველად ამ რესტორნის სახელმა 1952 წელს ჰოლივუდში გადაღებულ ფილმში "ყველაფერი შეიძლება მოხდეს" გაიჟღერა. ეს ფილმი გიორგი პაპაშვილის ამავე სახელწოდების ბესტსელერის საეკრანო ინსცენირებაა, რომელმაც სხვა მრავალი საინტერესო, ქართული ფაქტი შემოგვინახა.

ფილმის დასაწყისში, მეხუთე წუთზე, მთავარი გმირი, ახალგაზრდა გიორგი პაპაშვილი საემიგრაციო ოფიცერს ქაღალდზე დაბეჭდილ მენიუს აწვდის, რომელზეც აწერია რესტორნის სახელი "Kazbek", სადაც ფილმის მეორე მთავარი გმირი, ძია ვანო შეფმზარეულობდა.

ოფიცერი გადაშლის და წაიკითხავს, რომ ეს მენიუ 1936 წლით თარიღდება, და ეკითხება გიორგის, მის შემდეგ არ გინახავთო.

გიორგი პაპაშვილი თავად ესწრებოდა ფილმის გადაღებას (პირველ კადრში გემბანზე მისი სახეც კი შემოგვინახა ფილმმა). ცდილობდა, რომ ამ ფილმს ფაქტები და იმ დროინდელ ემიგრანტთა სახელებიც შემოენახა.

ლაბირინთებში - ასაკის დასადგენად

ჩვენთვის, ემიგრაციის საკითხებზე მომუშავე მკვლევარებისათვის, ცნობილი იყო რომ "ყაზბეგი" სან-ფრანცისკოში გრიგოლ კორძაიას (კორძაძე) რესტორანი იყო. მის ოჯახში შენახული წერილებიდან ირკვევა, რომ კორძაია სიდნეიდან ამერიკისკენ 1968 წლის 7 ივნისს გამოვიდა გემით "ორიანა" და 1969 წლის 12 ნოემბერს უკვე ოჯახს წერს რესტორნის საქმეში ჩართვის შესახებ, - ნოემბრის 25-ში ვხსნით რესტორანს მე და ჩემი მეგობარი საშა სულხანიშვილიო. იმავე წერილის უკანა გვერდზე კი იწერება, რომ რესტორანი (ჯერ არგახსნილზეა საუბარი) მთელს სან-ფრანცისკოში მეოთხე ადგილს იკავებს, უცხოელების რესტორნებში კი, - პირველ ადგილსო.



დამაეჭვა, ჯერ არგახსნილი რესტორანი როგორ იყო პირველ ადგილზე?
თუ 1969-ში გაიხსნა, 1952 წელს გადაღებულ ფილმში როგორ მოხვდა ამ რესტორნის სახელი და მენიუ, 1936 წლით დათარიღებული? თანაც, ფილმშიც და რესტორნის ოფიციალურ შტამპზე ორთოგრაფიული დამარცვლა უცნაურად ემთხვეოდა, - არათუ Kazbegi, არამედ Kazbek!

ამის გასარკვევად, თავად ვესტუმრე სან-ფრანცისკოს და მის არქივებს ჩავუჯექი.

გამოირკვა, 1922 წელს აშენებულ ნაგებობაში ქართულმა რესტორანმა 1936 წელს დაიდო ბინა. იმ მისამართზე (5723 Geary Blvd, San Francisco, CA 94121) დღეს იაპონური რესტორანი "კიტაროა" განთავსებული. როგორც ჩანს რესტორანს სხვა მფლობელები ყავდა და მხოლოდ 1969-ში გადმოიბარა კორძაიამ.



ასევე კორძაიას ოჯახში 1971 წლის 7 მაისსს მოწერილი წერილიდან ირკვევა, რომ, - "რესტორანი გავყიდეთ. ისეთი მამაძაღლობა გამიკეთეს, მეტი არ შეიძლება. იქნება სასამართლო. ასეთი ციგნებია ძველი ემიგრაცია, დეიხოცა 90%, რაც დარჩა, მათი დღეები დათვლილია, მაგრამ ის ძველი მამაძაღლობა ბოლომდე სისხლში აქვთ გამჯდარი, ახალ ემიგრაციასთან ვერ გაუმარჯვებიათ".

სამართალი ვერ იპოვა გრიგოლ კორძაიამ, იგი ამ ბოლო წერილის მოწერიდან 5 თვეში, 1971 წლის 22 ოქტომბერს, მიოკარდიუმის ინფარქტით "სან-ფრანცისკოს ჯენერალ ჰოსპიტალში" გარდაიცვალა.

დაკრძალეს სერბიულ სასაფლაოზე, კოლმაში, 47 ქართველთა შორის, - და მისი განსასვენარი დღემდე ერთადერთია საფლავის ქვის გარეშე, უწარწეროდ რომ იკარგება.

ამ წერილს თან ვურთავთ საქველმოქმედო კამპანიის ლინკს, მსურველებს შეეძლებათ წვლილი შეიტანონ, რომ უსახელოდ დარჩენილი და სიმწრით ნაპოვნი საფლავი ისევ არ დაიკარგოს ჩვენი ქვეყნისათვის: https://www.gofundme.com/387q5
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა სიახლეები
დღის სიახლეები
ქვაბების ნაკრებზე არსებულ პოპულარობას ბევრი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს და ინტერნეტ მაღაზიები მათი სხვადასხვა ბრენდის, მოდელისა და კომპლექტაციით ცდილობენ მიიპყრონ მომხმარებლის ყურადღება.
21:49 / 19-02-2019
სამტრედიის სოფელ ტოლებში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
21:35 / 19-02-2019
ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩა  #86-ში, სტიქიამ ციბაძეების ოჯახი დააზარალა.
14:29 / 19-02-2019
დღეს, ქუთაისში, წერეთლის  ქუჩა #117 ( ბალახვანში, მე-12 სკოლის მიმდებარედ) სამოქალაქო მოძრაობის ქუთაისის წარმომადგენლობის პრეზენტაცია გაიმართა.
14:07 / 19-02-2019
მსგავსი სიახლეები






რაც თეთრი ხიდი გააფუჭეს, ერთ რამეს მივხვდი - ნახევარი საუკუნე სულ
ტყუილად მივლია ამ ქალაქში.
რაც თეთრი ხიდი გააფუჭეს, ერთ რამეს მივხვდი - ნახევარი საუკუნე სულ ტყუილად მივლია ამ ქალაქში.
13:56 / 29.01.2019






როგორია სხვადასხვა პროფესიიდან დანახული ევროპული გზა? - ამ კითხვაზე
პასუხებს
როგორია სხვადასხვა პროფესიიდან დანახული ევროპული გზა? - ამ კითხვაზე პასუხებს "ქუთაისიპოსტის" მიერ მომზადებულ ვიდეობლოგებში იპოვით.
18:44 / 21.01.2019






როგორია სხვადასხვა პროფესიიდან დანახული ევროპული გზა? - ამ კითხვაზე
პასუხებს
როგორია სხვადასხვა პროფესიიდან დანახული ევროპული გზა? - ამ კითხვაზე პასუხებს "ქუთაისიპოსტის" მიერ მომზადებულ ვიდეობლოგებში იპოვით.
16:23 / 09.01.2019






ახალი წელია და ჩემი სენტიმენტები სხვანაირად
ახალი წელია და ჩემი სენტიმენტები სხვანაირად "ინთება" აქ, ამერიკაში.
10:16 / 31.12.2018






ლევან გოპაძე - წლების წინ ეს სახელი და გვარი არაფერს
მეუბნებოდა.
უბრალოდ, ისიც იმ 300 კაციან სიაში ეწერა, ვის საფლავებსაც ამერიკაში
დავეძებდი.
ლევან გოპაძე - წლების წინ ეს სახელი და გვარი არაფერს მეუბნებოდა.
უბრალოდ, ისიც იმ 300 კაციან სიაში ეწერა, ვის საფლავებსაც ამერიკაში დავეძებდი.
06:50 / 29.12.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.