ბლოგები
ქართველი, რომელიც ამერიკის ხუთ პრეზიდენტს იცავდა
ლევან გოპაძე - წლების წინ ეს სახელი და გვარი არაფერს მეუბნებოდა.
უბრალოდ, ისიც იმ 300 კაციან სიაში ეწერა, ვის საფლავებსაც ამერიკაში დავეძებდი.

ძებნის კვალმა ლოს ანჯელესში მიმიყვანა, მაგრამ საინტერესო თურმე წინ მელოდა.

სასაფლაოს დირექციამ თავიდანვე მომწერა, რომ ის ღირსეულთა სექციაში იყო დაკრძალული, ეს სექცია დახურული გახლდათ და მხოლოდ "ოქროს გასაღებით" შევძლებდი იქ შესვლას. ეს გასაღები გააჩნდათ მხოლოდ ოჯახის წევრებს, ხოლო სხვა მსურველებს, სპეციალური ნებართვა ესაჭიროებოდათ ამ სექციის კურატორი სამინისტროსაგან - პენტაგონისაგან.

ასეც მოვიქეცი, მივწერე თხოვნის წერილი და ნებართვამაც არ დააყოვნა.

ალბათ, სიტყვებით ძნელია გამოხატო ის ემოცია, რაც ამ განსასვენართან შესვლისას დამეუფლა. გარდაცვალებიდან 40 წლის თავზე, მან პირველი სტუმარი, - ქართველი სტუმარი მიიღო…



შემდეგ იყო, რომ დავიწყე ამ ადამიანის შესახებ მოკვლევა. თუ ვინ იყო, რატომ ერგო იქ დაკრძალვის პატივი... მოვიძიე მისი შვილი, ამერიკაში ერთ-ერთი კომუნიკაციების უზარმაზარი კომპანიის პრეზიდენტი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელმაც მხოლოდ ის იცის, რომ ქართველია.

გარდაცვლილი ლევან გოპაძე ამერიკის საიდუმლო დაცვის სამსახურის (Secret Service) ერთ-ერთი დიდი თანამდებობის პირი აღმოჩნდა. 1951 წლიდან დაიწყო მისი კარიერა და ბოლოს, იმ ჯგუფის ხელმძღვანელი გახლდათ, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს იცავდა ქვეყნის გარეთ გასვლისას.

ლევან გოპაძის ზურგი შეერთებული შტატების ხუთი პრეზიდენტის, - ტრიუმანის, ეიზენჰაუერის, კენედის, ჯონსონისა და ნიქსონის სიცოცხლეს იცავდა.

თუმცა, ეს კიდევ არაფერი. ჩემი გაოცება გამოიწვია შემთხვევამ, რომელიც თავს გადამხდა.

ერთი დრო კენედის მკვლელობის შესახებ წიგნების კითხვით ვიყავი გატაცებული. ვკითხულობდი ჰაროლდ ვეისბერგის გამოძიებათა ციკლს "ვარენ-რეპორტის" შესახებ, კონსპირაციის თეორიაზე კენედის მკვლელობის საქმეში.

და, უცბად, ლევან გოპაძის გვარს არ მოვკარი თვალი? რომ იტყვიან, სკამზე ავხტი.



მთელი თავი ეძღვნება აგენტ ლევან გოპაძის დაკითხვას მარინა ოსვალდისას, ლი ჰარვი ოსვალდის, კენედის მკვლელის მეუღლისა. მარინა ოსვალდი მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა დაკითხვას, თუ მას ლეონ გოპაძე წარმართავდა.

ამერიკაში სხვა გოპაძეებიც მოღვაწეობდნენ. ლეონის ძმისა და ბიძაშვილის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
2 და 3 აპრილს მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება.
11:39 / 25-03-2019
ქუთაისში სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისისა და იმერეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მუშაკები გაიფიცნენ.
10:58 / 25-03-2019
,,ჩვენ მოვიგებთ ომს", ,,აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა"-
09:50 / 23-03-2019
ქუთაისში, ოთხი საზოგადოებრივი საპირფარეშოს არსებობის მიუხედავად, მერვე წელია მათი ფუნქციონირება მოუგვარებელი პრობლემაა.
14:14 / 22-03-2019
მსგავსი სიახლეები






ცალკეულ კერძს შეუძლია უამრავი ამბავი მოყვეს თავისი შემქმნელი დროისა
თუ ადგილის შესახებ, კიდევ უფრო მეტის მოყოლა შეუძლია იმას, თუ როგორ,
რა გარემოში და ვისთან ერთად მივირთმევთ ამ კერძს.
ცალკეულ კერძს შეუძლია უამრავი ამბავი მოყვეს თავისი შემქმნელი დროისა თუ ადგილის შესახებ, კიდევ უფრო მეტის მოყოლა შეუძლია იმას, თუ როგორ, რა გარემოში და ვისთან ერთად მივირთმევთ ამ კერძს.
13:15 / 16.03.2019






ველობილიკის არსებობის მიუხედავად, ქუთაისში ველოსიპედით გადაადგილება
არც თუ ისე უსაფრთხოა.
ველობილიკის არსებობის მიუხედავად, ქუთაისში ველოსიპედით გადაადგილება არც თუ ისე უსაფრთხოა.
12:46 / 27.02.2019






ცალკეულ კერძს შეუძლია უამრავი ამბავი მოყვეს თავისი შემქმნელი დროისა
თუ ადგილის შესახებ, კიდევ უფრო მეტის მოყოლა შეუძლია იმას, თუ როგორ,
რა გარემოში და ვისთან ერთად მივირთმევთ ამ კერძს.
ცალკეულ კერძს შეუძლია უამრავი ამბავი მოყვეს თავისი შემქმნელი დროისა თუ ადგილის შესახებ, კიდევ უფრო მეტის მოყოლა შეუძლია იმას, თუ როგორ, რა გარემოში და ვისთან ერთად მივირთმევთ ამ კერძს.
23:20 / 25.02.2019






უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის გარეთ, უცხოეთში, პირველად
ქართული რესტორანი ამერიკაში, სან-ფრანცისკოში გაიხსნა.
უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის გარეთ, უცხოეთში, პირველად ქართული რესტორანი ამერიკაში, სან-ფრანცისკოში გაიხსნა.
09:05 / 10.02.2019






რაც თეთრი ხიდი გააფუჭეს, ერთ რამეს მივხვდი - ნახევარი საუკუნე სულ
ტყუილად მივლია ამ ქალაქში.
რაც თეთრი ხიდი გააფუჭეს, ერთ რამეს მივხვდი - ნახევარი საუკუნე სულ ტყუილად მივლია ამ ქალაქში.
13:56 / 29.01.2019
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.