კულტურა
უცნობი სოხუმელი ხელოვანის პირველი გამოფენა 63 წლის ასაკში (ფოტო)
FaceBook
სოხუმიდან დევნილმა ჯიმშერ უზარაშვილმა, 45 წლიანი მუშაობის შემდეგ, საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას პირველად გააცნო.
63 წლის უცნობი ხელოვანის ფერწერული ტილოებისა და ჭედური ნაკეთობების გამოფენა, ქუთაისის მე-17 საქალაქო ბიბლიოთეკისა და "ღირსების დარბაზის" ორგანიზებით გაიმართა.

გამოფენაზე ჯიმშერ უზარაშვილმა ის ნამუშევრები წარმოადგინა, რომლებიც ბოლო 25 წლის მანძილზე, სოხუმის დატოვების შემდეგ, აქ ქუთაისში შექმნა. ამბობს, რომ ბევრად უფრო მეტი, რაოდენობრივად და შინაარსითაც იქ, სოხუმში დატოვა.

"უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნამუშევრები იქ დავტოვე. ჩემს ბავშვობას მახსენებდა თითოეული მათგანი. ისეა, რომ გამოზრდი ბავშვს და მერე აღარ გემეტება დასაკარგად", – ამბობს ხელოვანი.

63 წლის ასაკში პირველ გამოფენას დაგვიანებულად თვლის,  თუმცა, ამასთანავე მიაჩნია, რომ განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს.

"დავბერდი და რაღა დროს ჩემი გამოფენაა. ან განა რას ვაკეთებ ისეთს განსაკუთრებულს?! თუმცა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რომ ზოგჯერ გასაყიდადაც არ მემეტება", – ამბობს ჯიმშერ უზარიაშვილი.

მის ნამუშევრებში ეროვნული და ისტორიული მოტივები სჭარბობს. ამბობს, რომ ამ მოტივების გარეშე თითქმის არასდროს არაფერს ქმნის. განსაკუთრებით ჭედური ნაკეთობა უყვარს. მოსწონს და უმარტივდება ლითონთან მუშაობა.

გარდა ფერწერისა და ჭედური ნაკეთობისა, გამოფენაზე მის მიერ დამზადებული ხელჩანთებიც იყო წარმოდგენილი.

ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებას საკუთარი ნამუშევრები გააცნო, ნაცვლად 12 საათისა,  რასაც იგი დღის განმავლობაში მუშაობას უთმობდა, მის საყვარელ საქმეს უფრო მეტ დროს მოახმარს.

ნახეთ ჯიმშერ უზარაშვილის ხელოვნება:







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.