ახალი ამბები
ნატო ქათამაძე - "მივლინება შევწყვიტე დღევანდელ სხდომას რომ დავსწრებოდი"
FaceBook
დეპუტატი "ნაციონალების" მიერ გასხვისებული მიწების კანონიერების შემსწავლელი ჯგუფის შექმნის გადავადებას  აპროტესტებს

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ნატო ქათამაძე, საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგიდან, დრობითი სამუშაო კომისიის შექმნის შესახებ განსახილველი საკითხის ამოღებას აპროტესტებს. ქათამაძე ამბობს, რომ ამის საფუძველი არ არსებობდა და საკითხი კვლავ უნდა დაბრუნდეს დღის წესრიგში.

"სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ იურიდიულმა კომისიამ მოიწონა გადაწყვეტილება, თუმცა, განმარტა, რომ საჭიროა დებულებაზე მუშაობა. მე ვეთანხმები,რომ დებულება უნდა იქნას შემუშავებლი, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ იქნა დღეს ეს საკითხი ამოღებული, მაშინ, როცა მე მივლინება შევწყვიტე საკრებულოს დღევანდელ სხდომას რომ დავსწრებოდი",-განაცხადა ნატო ქათამაძემ.

საკრებულოში, დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ საკითხი, რომელმაც 2004 წლიდან 2014 წლის ჩათვლით "ნაციონალური მოძრაობის" დროს გასხვისებული მიწებისა და შენობების კანონიერება უნდა შეისწავლოს, სხდომის დღის წესრიგიდან ბოლო მომენტში ამოიღეს.

სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატორი საკრებულოს დეპუტატი ნატო ქათამაძეა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მას შემდეგ, რაც მთავრობამ ქუთაისში ვერც ელექტრომობილებისა ქარხანა
ააშენა და ვერც ელექტრობატარეების საწარმო, მოქალაქეებმა
მორიგი დაპირება მოისმინეს.
11:27 / 18.05.2024
მას შემდეგ, რაც მთავრობამ ქუთაისში ვერც ელექტრომობილებისა ქარხანა ააშენა და ვერც ელექტრობატარეების საწარმო, მოქალაქეებმა მორიგი დაპირება მოისმინეს.
ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოში, კათოლიკოს პატრიარქის
ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა, ქუთაისშიც
აღნიშნეს.
14:41 / 17.05.2024
ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოში, კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა, ქუთაისშიც აღნიშნეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.