ახალი ამბები
ქუთაისის მერი - ბიუჯეტი იზრდება, ადმინისტრაციული ხარჯი - მცირდება
FaceBook
"თუკი კარგად ვნახავთ ბიუჯეტში არსებულ პროგრმებს, გავიგებთ რამდენად არის მორგებული 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობაზე", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერმა.


ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი გააცნო. ქალაქის პირველი პირი ირწმუნება, რომ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში ადმინისტრაციული ხარჯები შემცირებულია. სამაგიეროდ, მურღულიას თქმითვე, სხვადასხვა პროგარების დაფინანსება არის გაზრდილი.

"ბიუჯეტი იზრდება, ადმინისტრაციული ხარეჯები კი მცირდება. თუკი კარგად ვნახავთ ბიუჯეტში არსებულ პროგრმებს, გავიგებთ, რამდენად არის მორგებული 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობაზე", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ქალაქის მერმა. მურღულიამ საკრებულოს სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი სლაიდებად წარადგინა.

სოციალური და ჯანდაცვის პროგარამებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 4 მლნ 720 ათასი ლარი არის განსაზღვრული, განათლება - 9 მლნ 380 ათასი ლარი, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის - 250 00 ლარი, ინფრასტრუქტურა და გარემოს დაცვა -  14 მლნ 240 700 ლარი.

ქალაქის პირველმა პირმა განმარტა, რომ ბიუჯეტის პროექტში სხვადასხვა კულტურულ თუ განათლების ღონისძიებაზე გათვალისწინებული თანხების ოდენობა სადაო არ უნდა იყოს. რაც შეეხება, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან  არსებულ რეკომანდაციებს, რომელიც მომავლი წლის ბიუჯეტის პროექტს შეეხებოდა, მურღულიამ აღნიშნა, რომ მათი გათვალისწინება შეძლებისდაგვარად მოხდა.

"ვისურვებდი, რომ ბიუჯეტი იყოს ორჯერ მეტი ვიდრე ახლა არის. მაგრამ რაც არის,  არის  კარგი და მე მგონი არ უნდა ჩნდებოდეს კითხვა არის თუ არა ეს მოსახლეობაზე მორგებული", - განაცხადა ქალაქის მერმა ბიუჯეტის პროექტის წარდგენის დასრულების შემდეგ.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მას შემდეგ, რაც მთავრობამ ქუთაისში ვერც ელექტრომობილებისა ქარხანა
ააშენა და ვერც ელექტრობატარეების საწარმო, მოქალაქეებმა
მორიგი დაპირება მოისმინეს.
11:27 / 18.05.2024
მას შემდეგ, რაც მთავრობამ ქუთაისში ვერც ელექტრომობილებისა ქარხანა ააშენა და ვერც ელექტრობატარეების საწარმო, მოქალაქეებმა მორიგი დაპირება მოისმინეს.
ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოში, კათოლიკოს პატრიარქის
ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა, ქუთაისშიც
აღნიშნეს.
14:41 / 17.05.2024
ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც საქართველოში, კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 2014 წლიდან დაწესდა, ქუთაისშიც აღნიშნეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.