ახალი ამბები
"შვილი მომიკლეს" - თურქეთში გარდაცვლილი ქუთაისში მცხოვრები ხოტოველის დედა
FaceBook
თურქეთში გარდაცვლილი, ქუთაისში მცხოვრები, ბუნა ხოტოველის დედა მომხდარს წარსულში დაწყებულ კონფლიქტს უკავშირებს. ნათელა ხოტოველი ამბობს, რომ მის შვილს მტრები ჰყავდა, რადგან ბუნა ხოტოველი ოცი წლის წინ მის ოჯახში მომხდარ ყაჩაღობას იძიებდა. დედა და ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.

"ჩემი შვილი არ სვამდა, არც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. როგორ წაბარბაცდებოდა, არ მჯერა. შვილი მომიკლეს", - ამბობს ნათელა ხოტოველი.

თურქეთში  უკვე გაემგზავრნენ გარდაცლილის  დეიდა და დეიდაშვილი.

ქუთაისელი ბუნა ხოტოველი თურქეთში მიმდინარე წლის 20 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს. 

ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე  მცხოვრები ბუნა ხოტოველის ოჯახი 1999 წელს გაძარცვეს. ხოტოველები ძარცვის თანამონაწილეობაში მეზობლებს ასახელებდნენ.

პუშკინის  ქუჩის მცხოვრებლები განმარტავენ, რომ მეზობლებს შორის დავა იმ დროიდან  დღემდე გრძელდება. ბუნა ხოტეველსა მის მეზობელს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას კი, მიმდინარე წლის 17 აპრილს სროლა მოჰყვა.



ამავე თემაზე:

ქუთაისში მეზობლის სახლის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ბრალდებულს შსს ეძებს

"შენ არ დამირეკოო" - თურქეთში გარდაცვლილი ქუთაისში მცხოვრები ხოტოველის დედა

თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
12:09 / 29.04.2024
"ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე პარტიის აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.