ახალი ამბები
ქუთაისში ელექტროგამაცხელებლების ქარხანა გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში ელექტროგამაცხელებლების ქარხანა ამუშავდა. 
საწარმოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ფრანგული კომპანია "ატლანტიკ ჯგუფი" ამუშავებს, რომელიც ევროპული სტანდარტების ელექტროგამაცხელებლებს დაამზადებს.

საწარმო დღეს ოფიციალურად  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა. როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს ერთი კარგი მაგალითია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საწარმოში უკვე დამონტაჟებულია ყველა დანადგარი და უკვე გეგმიურად, დღეში 500-მდე ელექტროგამაცხელებელი იწარმოება. ქარხანაში წარმოებული პროდუქტი, კვირაში ორჯერ ექსპორტზე გავა, მათ შორის, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.

"ქუთაისის ინდუსტრიულმა ზონამ 2017 წლის დასაწყისში წარმოადგინა ინვესტიციების გეგმა და პრაქტიკულად შეასრულა ის ვალდებულება, რაც უნდა შესრულებულიყო. ელექტროგამაცხელებლების საწარმოში დღეისთვის ინვესტირებულია 45 მილიონ ლარზე მეტი. დღეისთვის საწარმოში 120 ადამიანამდეა დასაქმებული, რომლებიც სრულად არიან გადამზადებული უმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით. მათ აქვთ შესაბამისი კვება და ტრანსპორტირება, უზრუნველყოფილია სამუშაო გარემო", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქარხანა მომავალში წარმოების გაფართოებას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში 400 ათასამდე გამაცხელებელი იქნება ნაწარმოები და ის ექსპორტზე რეგიონალურ ბაზარზე გავა. 

ფრანგული კომპანია "ატლანტიკ ჯგუფი" ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა დასავლეთ ევროპაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 22 ქარხანას ფლობს.

ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. დღევანდელი მდგომარეობით, თიზ-ში ხდება სხვადასხვა სახის საექსპორტო პროდუქციის, მათ შორის ტექსტილის, სახურავების, ნათურების, ზეთების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.