ახალი ამბები
ექსპერტიზის დასკვნით, „თეატრალური საზოგადობის“ შენობაში ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია
FaceBook
ქუთაისში, 8 თვის წინ "თეატრალურ საზოგადოების" შენობაში გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზზე ჩატარებული სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკნით, შენობაში ცეცხლი მოკლე ჩათვის შედეგად გაჩნდა.
მეტალო გრაფიული დასკვნის მიხედვით, რომელიც "თეატრალური საზოგადოების" თავმჯდომარეს, ლევან როხვაძეს მიმდინარე წლის 1 აგვისტოს ჩაბარდა, წერია, რომ შენობის მესამე სართულზე ცეცხლი ალუმინის სადენებს გაუჩნდა.

"ხანძრის გამომწვევი მიზეზია დიდი გარდამავალი წინაღობით გამოწვეული მოკლე ჩართვა", - წერია დასკვნაში.

"თეატრალური საზოგადოების" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლევან როხვაძე, ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ დასკვნის სჯერა, რადგან, შენობაში გაუმართავი ელექტროობის პრობლემა წლების განმავლობაში იყო.

"მე არ უარვყოფ, რომ ეს პრობლემა გვქონდა. თან წყალი ჩამოგვდიოდა ზუსტად იმ ადგილზე, მაგრამ საკუთარი ძალებით 20 წელი შევინახე უვნებლად ეს შენობა. 20 წელია 20 თეთრით არ დამხმარებია არავინ და ჩვენი ძალებით ვუვლიდით შენობას. რომ არ დავეთანხმო დასკვნას, მე რას დავუმტკიცებ მათ? ", - ამბობს ლევან როხვაძე.

ლევან როხვაძე შენობაში ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ქუთაისიპოსტთან რამდენიმე თვის წინაც საუბრობდა და მომხდარზე საკუთარ ეჭვებს გამოთქვამდა. 

"ეჭვები ჰქონდა ხალხს, კარგი ადგილია და შეგნებულად ხომ არ გააკეთეს, ისე ვერ მოგერეოდნენო. შეიძლება ასეც იყო, მაგრამ ეჭვებით ვერ ვილაპარაკებ. ისე კი ჩემი დაწვა ძალიან რთულია. მეც დავიწვები შიგნით და მეორედ გამიჩინონ თუ უნდათ ცეცხლი. შესვლით კი მაინც შევალ იქ და შევუდგები მუშაობას",-აცხადებდა ლევან როხვაძე.

შენობაში დაბრუნებას "თეატრალური საზოგადოების" თავმჯდომარე ახლაც გეგმავს.

"ვაპირებ კიდევ ერთხელ გამოვასუფთაო ის ადგილი. იქნებ, პატარა ნაწილი მაინც გადავხურო მეგობრების და საპატრიარქოს დახმარებით, რომ გადავიდე",-ამბობს ლევან როხვაძე.

როხვაძე ამ დრომდე ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში აგრძელებს მუშაობას, სადაც, მას უსასყიდლოდ დაუთმეს ფართი.

ქუთაისში, ლევან საღარაძის N12-ში მდებარე "თეატრალური საზოგადოების" შენობას ცეცხლი 2016 წლის 9 დეკემბერს გაუჩნდა. ცეცხლის გაჩენის მომენტში ადგილზე იმყოფებოდა თავად ლევან როხვაძე, რომელმაც, თავის არეში მსუბუქი დამწვრობა მიიღო.

ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა შენობის მეორე სართული. დაიწვა წიგნადი ფონდი, საარქივო მასალები, ხატები და ინვენტარი. 

საღარაძის N12-ში მდებარე შენობა "თეატრალურ საზოგადოების" იმერეთის წარმომადგენლობას 1978 წელს, არაფორმალურად გადაეცა. შენობა ამ დრომდე "თეატრალური საზოგადოების" საკუთრებაა. ლევან როხვაძე ახლა იმისთვის იბრძვის, რომ შენობა  დაირეგისტრიროს, თუმცა, ამისთვის ფართი ჯერ ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა გადაეცეს.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული  ფართი "თეატრალური საზოგადოების" იმერეთის ორგანიზაციის სახელზე არ არის დარეგისტრირებული, ხანძრამდე  შენობაში რამდენიმე ოთახი იჯარით იყო გაცემული, რაზეც თავად ლევან როხვაძე ამბობდა, რომ წლების განმავლობაში ვერ გაარკვია, როგორ უნდა დაედგინა შენობაზე საკუთრების უფლება.

ხანძრის შემდეგ კი  ლევან როხვაძე შიშობდა, რომ შენობა, ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში გადაცემის შემდეგ, შესაძლოა, აუქციონზეც გაეტანათ. 

ქუთაისის მერიაში კი მაშინ აცხადებდნენ, რომ ამ საკითხზე ფართის ქალაქის ბალანსზე გადმოცემის შემდეგ ისაუბრებდნენ.


ამავე თემაზე:


დამწვარი შენობების ბედი ქუთაისში

ქუთაისის მერია ქალაქის ცენტრში გაჩენილ ხანძარზე –ზარალის დათვლის შემდეგ განვიხილავთ დახმარების საკითხს

ხანძრის შედეგები - დამწვარი შენობა, განადგურებული არქივი და ინვენტარი (ფოტორეპორტაჟი)

ქონება, რომელიც ქუთაისში ხანძარმა გაანადგურა (ვიდეო)

ხანძარი ქუთაისში - ფოტორეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან

"ენერგო-პრო ჯორჯიას" განმარტება ქუთაისის ცენტრში გაჩენილ ხანძარზე

ხანძრის გაჩენის პირველი წუთები (ვიდეო)



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.