ახალი ამბები
ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე კორპუსიდან პარაპეტი ჩამოიშალა
FaceBook

ქუთაისში ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე # 21 ბინაში კორპუსიდან პარაპეტი ჩამოიშალა.


შენობას პარაპეტი რამდენიმე დღის წინ მოწყდა. კორპუსიდან ასევე, ცვივა კედლის ბათქაში.

ადგილზე მივიდა პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმღვანელი გოგი წულაია და მერიას პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

"ცვივა ქვები და არა მარტო აქ. სანამ კიდევ უბედურება დატრიალებულა, კეთილი ინებეთ და სრული პასუხისმგებლობა ამ საკითხზე აიღეთ. გააკეთეთ ისე, რომ ადამიანებმა მშვიდობიანად იარონ ტროტუარებზე", - ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმღვანელი გოგი წულაია, რომელმაც ადგილზე ბრიფინგი გამართა და მერიას პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

წულაიას პროტესტს არ შეერთებია ადგილობრივი მოსახლეობა. მათ მომხდარზე საუბარი არც მედიასთან ისურვეს.  

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მერიის საბინაო სამსახურში თანადაფინანსების პროგრამა უკვე დიდი ხანია მოქმედებს, რომლის ფარგლებში ობიექტების რეაბილიტაცია ხდება.  ხარჯების 90 %-ს მერია, 10 %-ს კი ბინის მცხოვრებლები იხდიან. მათივე თქმით, ზემოთ აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლებს ამ პროგრამით სარგებლობის თაობაზე განცხადებით არ მოუმართავთ.

ქუთაისში 5 თვის წინ აბაშიძის # 10–ში მდებარე კორპუსიდან პარაპეტის ჩამონგრევას 12 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა.


ქუთაისში
130-ზე მეტი ავარიული სახლია აღწერილი.


ამავე თემაზე:

ქუთაისში კორპუსიდან გადმოვარდნილ აგურს 12 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა


კედლის ნაწილი, რომელმაც 12 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ძველ კორპუსს მოწყდა

კორპუსი, საიდანაც კედლის ნაწილი ჩამოიშალა, ბოლოს 2012 წელს შეკეთდა

რა მდგომარეობაშია საცხოვრებელი კორპუსები ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების
ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
11:02 / 26.04.2024
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.