ახალი ამბები
ქუთაისში 26 მაისს გალა-კონცერტი გაიმართება
FaceBook

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გალა-კონცერტი გაიმართება.


სცენის მონტაჟისთვის ქუთაისის მერიამ მიმდინარე წლის 24 აპრილს 12 000 ლარის ღირებულების ტენდერი (SPA170006024) გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ 2017 წლის 26 მაისისთვის - აპარატურისა და სცენის მონტაჟი შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე და კონცერტის შემდეგ დემონტაჟი და უკან წაღება - უნდა უზრუნველყოს.

ასევე მან 90 წუთი კონცერტის შეუფერხებელი განათება უნდა განახორციელოს. ასევე, გამარჯვებული კომპანიის ვალდებულებაა ერთი დღის განმავლობაში სცენის დემონტაჟი, რომელიც ალუმინის კონსტრუქციისგან იქნება აწყობილი.

ქუთაისში, 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით გასამართი გალა-კონცერტისათვის საკონცერტო სცენითა და განათებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისთვის განაცხადების მიღების ვადა მიმდინარე წლის 15 მაისს იწურება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15:02 / 17.04.2024
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.