ახალი ამბები
„ვერც მე შევაფასებ დადებითად“ – ხარაგაულის მერს, საკრებულოს შემდეგ მაჟორიტარიც აკრიტიკებს
FaceBook
საკრებულოს უმრავლესობის შემდეგ, ხარაგაულის მერს ნიკოლოზ თოფურიძეს,  ბაღდათ–ხარაგაულის მაჟორიტარი აკრიტიკებს.
კობა ლურსმანაშვილი ნიკოლოზ თოფურიძის მიმართ დეპუტატების კრიტიკას ეთანხმება და ამბობს, რომ ის რომ ყოფილიყო ხარაგაულის საკრებულოს წევრი, კიდევ უფრო კრიტიკული იქნებოდა მერის მიმართ.

დეპუტატი,  მერსა და წარმომადგენლობით ორგანოს შორის კოორდინაციისა და გუნდური მუშაობის პრობლემებზე საუბრობს, რაც,  მისი თქმით,  რაიონში განსახორცილებელი პროექტების შეუსრულებლობის მიზეზი გახდა.

კობა ლურსმანაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებელი ქალაქის მერია და მიზეზების ძებნა, თუ რატომ ვერ განხორციელდა ესა თუ ის პროექტი, საქმეს ვერ გამოასწორებს.

"ერთია მიზეზები, რატომ ვერ შესრულდა და მეორე არის ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე. პასუხისმგებელი არის მერი და აქედან გამომდინარე, საკრებულოს კრიტიკა იყო აბსოლუტურად ობიექტური. მეც რომ ვყოფილიყავი ხარაგაულის საკრებულოს წევრი, მერის მუშაობას მეც ვერ შევაფასებდი კარგად. ცენტრალური ბიუჯეტიდან არც თუ ისე ცოტა თანხები მიედინება რეგიონებში და თუ ვერ ხდება იმ სიკეთეების შექმნა, რაც უნდა გაკეთდეს ამ თანხით, ძალიან ცუდია.  ეს ვერ დარჩება შეფასების გარეშე. თუ პროცესების  მართვა  მენეჯერულად  სწორად ვერ ხდება,  იმაზე საუბარი რომ მეწარმემ ვერ შეასრულა საქმე კარგად, ვერ გაამართლებს ფაქტებს. ფაქტი კი ისაა, რომ 31 პროექტიდან მხოლოდ შვიდია შესრულებული", – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

მისი თქმით, საკრებულოს პოზიცია სწორი იყო მაშინაც, როცა დეპუტატები  მერს სოციალური თანხების შემცირებისა და მისი სხვა მიმართულებით გადანაწილების გამო აკრიტიკებდა.

ხარაგაულის საკრებულოს უმრავლესობასა და მერს შორის კონფლიქტი ერთ წელზე მეტია გრძელდება. ნიკოლოზ თოფურიძეს თავისივე გუნდი ღიად საკრებულოს ბოლო სხდომაზე დაუპირისპირდა, სადაც მერმა გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა. სხდომაზე საკრებულოს 28 წევრიდან 27–მა მერის მუშაობა უარყოფითად შეაფასა.


ამავე თემაზე:

იმპიჩმენტის განზრახვა აქვთ“ – დაპირისპირება ხარაგაულის მერსა და საკრებულოს უმრავლესობას შორის


FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ამერიკაში  2019 წლის
საუკეთესო მაგისტრად ქუთაისელი გოგონა აღიარეს.
16:30 / 20.06.2019

ამერიკაში  2019 წლის საუკეთესო მაგისტრად ქუთაისელი გოგონა აღიარეს.

ქუთაისში, ელექტრომობილების
საწარმოს პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილი კონცერტი, ქუთათელ-გაენათელი
მიტროპილიტის მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების გამო, აღარ
ჩატარდება.
15:36 / 20.06.2019
ქუთაისში, ელექტრომობილების საწარმოს პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილი კონცერტი, ქუთათელ-გაენათელი მიტროპილიტის მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების გამო, აღარ ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრის წინ, 19:00 საათზე, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.
"თავისუფლებასთან წააგებთ", "რუსეთი ოკუპანტია", "პარლამენტი ოკუპირებულია"
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ შვიდი წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო.
ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი  კალისტრატე, ბაგრატის ტაძარში გადაასვენეს.
ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტს წარადგენენ. ღონისძიება ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ნანა კოსტავამ, რომელიც სიძულვილის ენაში არის დადანაშაულებული, ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორები"  დატოვა.
თეთრ ხიდზე მინა, წინასწარი შეტყობით, განზრახ არის დაზიანებული.
მამაკაცი, რომელმაც ბინაში, სადაც მისი ოჯახის წევრებს ეძინათ, სავარაუდოდ, ცეცხლი განზრახ გააჩინა, უგონო მდგომარეობაშია.