ახალი ამბები
ტვიშის მოსახლეობა ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავს
FaceBook
ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ სოფელ ტვიშში ადგილობრივი  მოსახლეობა საპროტესტო აქციას გამართავს.
ისინი მდინარე რიონზე 111 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას გააპროტესტებენ.

რიონის ხეობის მოსახლეობა ამბობს, რომ ჰესის მშენებლობის შემთხვევაში დატბორვა ემუქრება რამდენიმე სოფელს, შეიცვლება კლიმატი, ბიომრავალფეროვნება და განადგურდება ყურძნის უნიკალური ჯიშები.

ადგილობრივებმა საზოგადოებრივი მოძრაობაც დააფუძნეს სახელწოდებით "რიონის ხეობის გადარჩენისთვის". პარალელურად, აგროვებენ ხელმოწერებს და ჰესის პროექტის შეჩერებას ითხოვენ.

რიონის ხოების სოფლების მცხოვრებლების ნაწილი, უნდობლობას უცხადებს და ტოვებს ჰესის მშენებელი კომპანიის ინიციატივით, სოფლებში შექმნილ საკონსულტაციო საბჭოებს. მათი თქმით, საბჭოები სინამდვილეში მოსახლეობის გადაბირებას ემსახურება. კომპანია საბჭოს წევრებს ყოველ სხდომაზე 30 ლარს უხდის, სოფლის მცხოვრებლებს კი სხვადასხვა ინფარსტრუქტურული, სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ჰპირდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია ამ ფორმით მოსახლეობის მოსყიდვას ცდილობს.

მდინარე რიონზე 433 მეგავატი სიმძლავრის ნამახვანისა და ტვიშის ჰესს კომპანია "ქლინ ენერჯი გრუპი" აშენებს.

კომპანიას ამ დრომდე არ აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი. მათი თქმით, ანგარიში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გასაჯაროვდება. "ქლინ ენერჯი გრუპში" რიონის ხეობის მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ჰესები საერთაშორისო სტანდარტებით აშენდება და დატბორვის ზონაში მცირე რაოდენობის ოჯახები მოხვდებიან, რომლებიც გასახლებას დაექვემდებარებიან.

ნამახვანი და ტვიში ჰესის პროექტის ღირებულება 750 მილიონი დოლარია.

კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს.


ამავე თემაზე:

„მამაოსთან მოვიდნენ ხალხის გადასაბირებლად“ - რიონის ხეობის პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ

ნამახვანჰესის რისკები და რიონის ხეობის პროტესტი - მოსახლეობა საბჭოს ტოვებს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.