ახალი ამბები
ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის მოწყობის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
FaceBook
"ქართული ოცნების" ხელისუფლება ქუთაისში, ჭავჭავაძის ხიდის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების სარეკრეაციო სივრცის მოწყობას გეგმავს.

აღნიშნულის პროექტირებისთვის არქიტექტურული კონკურსი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა.

მგფ-ის ინფორმაციით, რიონის სანაპიროზე დაგეგმილია შეიქმნას მრავალფუნქციური პარკი, რომელიც რეკრეაციულ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სოციალურ სივრცეებს გააერთიანებს.

მათივე ცნობით, ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს, ასევე, მედიათეკა, ღია ტიპის ამფითეატრი, კაფეები, კვების ობიექტები, სპორტული მოედნები, შადრევნები, სავარჯიშო სივრცეები და საბავშვო გასართობი ზონები.

"პროექტის კონცეფცია ეფუძნება ლანდშაფტზე ორიენტირებულ მიდგომას, რაც გულისხმობს მინიმალური ჩარევით საფეხმავლო და ველო ბილიკების შექმნას.

სარეკრეაციო სივრცის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს თანამედროვე ავტოსადგომები, ასევე, გარე განათების, სარწყავი, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და უსაფრთხოების სისტემები.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქუთაისის ურბანული იდენტობის, ტურისტული პოტენციალისა და კულტურული ცხოვრების გაძლიერებას",- აცხადებენ მგფ-ში.

მათივე ინფორმაციით, არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულს საკონკურსო კომისია გამოავლენს, რის შემდეგაც დეტალური პროექტი მომზადდება და სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კაკასხიდი-ზეკარის გზის 16 კმ-იანი
(კმ17-კმ33) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
12:44 / 04.11.2025
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კაკასხიდი-ზეკარის გზის 16 კმ-იანი (კმ17-კმ33) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ცხრა თვის განმავლობაში
რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
11:33 / 03.11.2025
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ცხრა თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.