ახალი ამბები
"9 თვის მონაცემებით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 67,25%-ს მიაღწია"- შსს-ს სტატისტიკა
FaceBook
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო ცხრა თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.

სტატისტიკის თანახმად, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 67,25%-ს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია.

მონაცემების მიხედვით, რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 40 464 ფაქტს შეადგენს, რაც 2024 წელთან შედარებით 2,26%-ით არის გაზრდილი.

„ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ, შსს-ს თანამშრომლების მიერ ინტენსიურ რეჟიმში მთელი ქვეყნის მასშტაბით გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 9 თვეში, ნარკოდანაშაულის ფაქტების გამოვლენა 46,92%-ით არის გაზრდილი და ჯამში გამოვლენილია 7 199 ფაქტი. ამასთან, 2025 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის 660 ფაქტი გამოვლინდა.

75%-იანი ზრდა ფიქსირდება ისეთი კატეგორიის დანაშაულების გამოვლენის მიმართულებით, როგორიცაა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულები.
ასევე, 33%-იანი ზრდა ფიქსირდება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების მიმართულებითაც.

2025 წლის ბოლო ცხრა თვის მონაცემებით, შემცირებულია ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორებიცაა: ბინიდან ქურდობა, ყაჩაღობა, თაღლითობა და გამოძალვა. ასევე შემცირებულია განზრახ მკვლელობების რაოდენობა. მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია ფიქსირდება ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტების კუთხით – აღნიშნული დანაშაულების მაჩვენებელი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,48%-ით შემცირდა.

შემცირებულია სქესობრივი დანაშაულების რაოდენობაც ­– გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2025 წელს დაფიქსირდა 121 ფაქტით ნაკლები. ასევე შემცირებულია კიბერდანაშაულისა და ტრეფიკინგის, მათ შორის არასრულწლოვანთა ვაჭრობის ფაქტების რაოდენობა. 2025 წლის ცხრა თვეში, გასულ 2024 წელთან შედარებით, გაზრდილია სატრანსპორტო დანაშაულების რაოდენობა, მათ შორის 181 ერთეულით მომატებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტები",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
10:52 / 03.11.2025

"ვარ ორი პრინცესას მამა, აქედან პატარა ჯერ ნანახიც არ მყავს და სწორედ ეს არის ამ უსამართლობაში კიდევ ერთი ყველაზე დიდი უსამართლობა",- ამის შესახებ ჭიათურაში დაკავებული მაღაროელი, თენგიზ გველესიანი ციხიდან გამოგზავნილ წერილში საუბარობს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
10:30 / 03.11.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.