ახალი ამბები
"ვერ დავეთანხმები დასკვნას" - ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი საცხოვრისში ჩატარებულ ექსპერტიზაზე
FaceBook
ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას, ქალაქის ყოფილი ვიცე-მერი და გასულ წელს, საცხოვრისთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, უნდობლობას უცხადებს.
კოტე ქავთარაძე არ ეთანხმება დასკვნის იმ ნაწილს, სადაც საუბარია არასრულყოფილ დოკუმენტაციაზე, ხარჯთაღრიცხვასა და უსაფრთხოების დარღვეულ სტანდარტებზე.

კომისიის ყოფილი თავმჯდომარისთვის გაუგებარია ისიც, რა პრინციპით დათვალეს სამხარაულის ექსპერტებმა ბენეფიციარებისთვის გადაცემული ბინების ფართები, რომლებმაც მიღება-ჩაბარების აქტსა და ფაქტიურად გადაცემული ბინების საერთო ფართს შორის სხვაობა აღმოაჩინეს.

კოტე ქავთარაძე ამბობს, რომ თუ შენობაში ტექნიკური ხარვეზები არსებობს, ეს მერიასა და კომპანიას შორის მოსაგვარებელი საკითხია, დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კი კომისიის მიერ შეცდომების დაშვებას გამორიცხავს.

"დასკვნის ოფიციალური ნაწილი ვნახე. თუმცა, ვერ დავეთანხმები, რადგან, ჩვენ დროს რაც განხორციელდა, ყველაფერი კანონის დაცვით მოხდა. თუ რამე ტექნიკურ ხარვეზზეა საუბარი, ეს უკვე მერიასა და კომპანიას შორის სალაპარაკო თემაა. რაც შეეხება, ფართებს, ვერც აქ დავეთანხმები. კომპანიამ საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა ეს ფართები, შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით და შემდეგ გადმოიბარა მერიამ. ამიტომ, რა პრინციპით დათვალა სამხარაულის ექსპერტიზამ არ ვიცი. ეს სხვაობა ჩემთვის გაუგებარია", - ამბობს კოტე ქავთარაძე.

კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ფიქრობს, რომ სამხარაულის ექსპერტებს, შესაძლოა, სრულყოფილი დოკუმენტაცია არც უნახავთ.

"კომისიას აქვს ექსპლოატაციაში შესვლის აქტი, რაც დასტურია იმისა, რომ შენობა ექსპლოატაციისთვის ვარგისია. ახლა თუ რამეა იქ შეუსაბამო, მე ვერ გიპასუხებთ ამაზე. რაც შეეხება, დოკუმენტაციას, ვერანაირად ვერ დავეთანხმები დასკვნას და ამასთან დაკავშირებით მეც მექნება ჩემი მოსაზრება უხლოეს მომავალში. მერიაში არსებობდა ყველა დოკუმენტი და ექსპერტიზას ვინ რა მისცა, ან რა კუთხით დაუსვეს კითხვები, ამაზე მე ინფორმაციას არ ვფლობ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყველა დოკუმენტი, დაწყებული ბაზრის კვლევიდან, დამთავრებული კომპანის გამარჯვებით და რეესტრში ფართების გადაფორმებით, კანონის სრული დაცვით შედგა", - ამბობს კოტე ქავთარაძე.

მისივე თქმით, თუ შესაბამის უწყებებს მასთან კითხვები ექნებათ, იგი პასუხების გასაცემად მზად არის.

"იქნება ეს გამოძიება თუ საქმისწარმოება, მზად ვარ ვუპასუხო ნებისმიერ კითხვას და მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს წარიმართება კონსტრუქციულად და კანონის ჩარჩოებში", - განაცხადა ყოფილმა ვიცე-მერმა.

ექსპერტიზის დასკვნის გასაცნობად დროს ითხოვს შპს "სანოს" ხელმძღვანელობა. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ განმარტებებს დოკუმენტის სრულყოფილად გაცნობის შემდეგ  გააკეთებენ. 

"მე არ მინახავს ჯერ ეს დოკუმენტი. უნდა გავეცნო დეტალებს და ორშაბათს უკვე მექნება ჩამოყალიბებული პოზიცია",- განუცხადა ქუთაისიპოსტს  შპს "სანოს" დირექტორმა, ლევან ჭანტურიძემ.  

ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული დასკვნის შედეგები 7 ივნისს გამოქვეყნდა. ქუთაისის მერიამ დასკვნა მას შემდეგ გაასჯაროა, რაც დოკუმენტის ნაწილი ქუთაისიპოსტმა მოიპოვა და გამოაქვეყნა.

მანამდე, ქუთაისის მერიამ სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლებს, რომლებმაც მერის მოადგილეებთან შეხვედრზე დასკვნის გაცნობა მოითხოვეს, ამის შესაძლებლობა არ მისცეს და განუმარტეს, რომ დოკუმენტს განცხადების დაწერის შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადების დაცვით მიიღებდნენ.

რა წერია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში, რომელშიც ქალაქის ხელისუფლება სამართლებრივი დარღვევის ნიშნებს ხედავს, ნახეთ მასალა.

ქუთაისის მერიაში სოციალური საცხოვრისის მშენებლობის გამო დროებითი კომისია 2016 წელს შეიქმნა. კომისია, რომელსაც საცხოვრისის მოსაწყობად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული უნდა გამოევლინა, 7 ადამიანით დაკომპლექტდა. კომისიაში შედიოდნენ: მეხუთე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი, დეპუტატი გალაქტიონ ტოროშელიძე, ასევე მერიის ეკონომიკური, ინფრასტრუქტურისა და საბინაო სამსახურების ყოფილი უფროსები და სოციალური სამსახურის უფროსი, გია ჩიჯავაძე.

ამავე თემაზე:

რა წერია სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპრეტიზის დასკვნაში (ფოტო)

"პასუხი ვერ მივიღეთ" - საცხოვრისში მცხოვრებლები მერის მოადგილეებთან შეხვედრაზე

"სად ნახეთ ჩემი აგრესია" - დაპირისპირება საცხოვრისში მცხოვრებლებისა და მერის მოადგილის შეხვედრაზე (ვიდეო)

სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები მერის მოადგილეს ხვდებიან (ვიდეო)

სოციალური თავშესაფრის მცხოვრებლები ქუთაისის მერიასთან შენობაში არსებულ მდგომარეობას გააპროტესტებენ

სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, მერიამ სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა


ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის

მერია: გადაწყდა, ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მდგრადობა ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლოს

ექსპერტებმა ქუთაისის სოციალური საცხოვრისის შესწავლა დაიწყეს

"დასკვნა ბევრ რამეს გასცემს პასუხს" - ქუთაისის სოციალურ საცხოვრისზე ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა

"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრი

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა


"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.