ახალი ამბები
"პასუხი ვერ მივიღეთ" - საცხოვრისში მცხოვრებლები მერის მოადგილეებთან შეხვედრაზე
FaceBook

ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლებისა და ქალაქის მერის მოადგილეების შეხვედრა უკვე დასრულდა.

შეხვედრით,  რომელიც დაახლოებით ერთი საათი გრძელდებოდა, თავშესაფრის მცხოვრებლები  უკმაყოფილო  არიან და ამბობენ, რომ პასუხები ვერ მიიღეს.

"პასუხი ვერ მივიღეთ, მივდივართ ასე უიმედოდ. გვითხრეს,  დაწერეთ განცხადება და 10 დღეში მიიღებთ ექსპერტიზის დასკვნასო. ეჭვი მაქვს რომ ეს დასკვნა საერთოდ არ არსებობს", -  განმარტა შეხვედრის დასრულების შემდეგ საცხოვრისში მცხოვრებმა,  მზევინარ მიქაძემ. 

შეხვედრის შემდეგ განმარტება გააკეთა ვიცე-მერმა. გიორგი იობაშვილის თქმით, შპს "სანოს" დაევალა ხარვეზების აღმოფხვრა, პარალელურად კი,  მერია დაელოდება ექსპერტიზის დასკვნაზე სამართლებრივ რეაგირებას. 

"სანოს" გადაეგზავნა დასკვნა და მან უნდა გამოასწოროს ხარვეზები. ასევე, დასკვნა გადაეგზავნა  შესაბამის ორგანოებს და დაველოდოთ პროცესს , -განაცხადა გიორგი იობაშვილმა.

მერიაში ამ დრომდე არ ამბობენ, კონკრეტულად რომელ ორგანოს გადაეგზავნა ექსპერტიზის დასკვნა.

თავშესაფრის მცხოვრებლებმა მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც 8 თვის წინ გახსნილ საცხოვრისში, გუშინ მესამედ ჩამოინგრა ჭერი

შენობაში შესახლებულები შეხვედრაზე იმ ექსპერტიზის დასკვნას ითხოვდნენ, რომელიც ქუთაისის მერიის დაკვეთით შენობაში ჩატარდა. 
მათ ეჭვი აქვთ, რომ დასკვნაში რეალური ვითარება აღწერილი არ არის.  

ნიკეას ქუჩაზე 80 ოჯახისთვის მოწყობილ სოციალურ საცხოვრისში მერიის დაკვეთით უკვე ჩატარდა ექსპერტიზა. 6 ივნისს ქუთაისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის დასკვნა საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნა.

"ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით ნიკეას ქუჩა N40გ-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში იკვეთება მთელი რიგი ხარვეზები, რომლებიც საჭიროებს დამატებით მოკვლევას კომპეტენტური ორგანოების მიერ და შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნა ქუთაისის მერიის მიერ გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოში", - ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, თუმცა, მერიაში არ განმარტეს კონკრეტულად რომელ ორგანოს გაუგზავნეს ექსპერტიზის შედეგები.

ქუთაისში, ნიკეს ქუჩაზე, კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში, სოციალური საცხოვრისი 2017 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა.

სოციალურ საცხოვრისში არსებული პრობლემები, შენობაში ბენეფიციარების შესახლების დღიდან გამოიკვეთა. მხოლოდ იმიტომ, რომ კომპანია "სანომ" საცხოვრისის ოთახები არასწორი კონფიგურაციით მოაწყო, ბენეფიციარებს მთელი ზამთრის გატარება ბუნებრივი აირის გარეშე მოუწია. შესახლებიდან 6 თვეში კი შენობაში ჭერი ორჯერ ჩამოინგრა.

უსახლკაროებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად კომპანია "სანომ" ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი მიიღო, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.


ამავე თემაზე:

"სად ნახეთ ჩემი აგრესია" - დაპირისპირება საცხოვრისში მცხოვრებლებისა და მერის მოადგილის შეხვედრაზე (ვიდეო)

სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები მერის მოადგილეს ხვდებიან (ვიდეო)

სოციალური თავშესაფრის მცხოვრებლები ქუთაისის მერიასთან შენობაში არსებულ მდგომარეობას გააპროტესტებენ

სოციალურ საცხოვრისში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, მერიამ სამართალდამცავ ორგანოებს გადაუგზავნა

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის

მერია: გადაწყდა, ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მდგრადობა ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლოს

ექსპერტებმა ქუთაისის სოციალური საცხოვრისის შესწავლა დაიწყეს

"დასკვნა ბევრ რამეს გასცემს პასუხს" - ქუთაისის სოციალურ საცხოვრისზე ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა

"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრი

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა

"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჩინეთიდან ჩამოყვანილი 34
მოქალაქიდან, საჩხერეს სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში 31
მოქალაქე რჩება.
11:28 / 28.02.2020

ჩინეთიდან ჩამოყვანილი 34 მოქალაქიდან, საჩხერეს სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში 31 მოქალაქე რჩება.

28-29 თებერვალს ქუთაისის
საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) განათლების საერთაშორისო გამოფენაზე
პირველ პრეზენტაციას მართავს, სადაც აბიტურიენტებს
მოიწვევს.
11:25 / 28.02.2020
28-29 თებერვალს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) განათლების საერთაშორისო გამოფენაზე პირველ პრეზენტაციას მართავს, სადაც აბიტურიენტებს მოიწვევს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.